“პროკურატურა დეკანოზს მეუფე დიმიტრისა და ოხანაშვილის თანამზრახველებად დასახელებას სთხოვს”

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის ადვოკატები სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებენ.
მათი ინფორმაციით, პროკურატურამ დეკანოზს აღიარება და თანამშრომლობა შასთავაზა.

„ის, რომ პროკურატურა ითხოვდა უდანაშაულო ადამიანებზე დაედო ხელი, ეს არის უკანონო, თორემ შეთავაზების გაკეთებაში უკანონო არაფერია. შეთავაზებაში საუბარია იმაზე, რომ თითქოს მამა გიორგი მამალაძე არის დამნაშავე და ეს 2 ადამიანი იყო მისი თანამზრახველი,“ – განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.

დეკანოზის კიდევ ერთი ადვოკატი ამბობს, რომ “თანამშრომლობის შემთხვევაში, დაკავებული შეღავათებით ისარგებლებდა”.

„თანამშრომლობას სთავაზობდნენ გამოძიებასთან და გარკვეულ პირებს დაასახელებდა და მისთვის ძალიან დიდი შეღავათი იქნებოდა შესაძლებელი, რომ გაკეთებულიყო,“ – განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, პროკურატურა მამა გიორგი მამალაძეს უდანაშაულო ადამიანებზე ხელის დადებას თხოვს. საუბარია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ძმისშვილზე, მეუფე დიმიტრიზე და პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსზე, სოსო ოხანაშვილზე.

წყარო: newposts.ge

Comments
Loading...