პროკურატურამ შესაძლოა პრეზიდენტი დაკითხოს

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, თუ გამოძიებას ექნება კითხვები, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ კითხვებს უპასუხებს. აღნიშნული განცხადება მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა.

“იმდენად მნიშვნელოვანია ეს საქმე, რომ თუ გამოძიებას ექნება კითხვები, მე დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამ კითხვებს უპასუხებს. მთავარია გამოძიება წარიმართოს სწორად და მართებულად. ეს საქმე, რომელიც ახლა მთავარმა პროკურატურამ დაიწყო, მართალია ხანგრძლივი პაუზის შემდგომ, მაგრამ დაიწყო, არ დაიდება თაროზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო შეწყალების მექანიზმის სრულყოფისათვის, ან იმისთვის კი არა, რომ არ ხდებოდეს ცალკეული მსჯავრდებულების ცალკეული ფორმით დაიმედება და შემდგომ მათი იმდეგაცრუება, რადგან ასეთი მექნიზმები, როგორც წესი არ მუშაობს, არამედ ზოგადად ქვეყანაში ნორმალური, დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის. ეს აუცილებლად არის საჭირო. მე მართლა იმედით ვუყურებ გამოძიებას. მე მგონია, რომ ამის უნარი და ძალა, ისევ როგორც ნება, დღეს გამოძიებას ექნება”, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.