პროკურატურაში ლალი მოროშკინას კითხავენ

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. ის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში იკითხება.

მოროშკინა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ გამოძიების კითხვებს პასუხობს. მისი თქმით, 2014 წელს ის დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იყო და ხდებოდა რიგი დარღვევები.

„ახლაც მგონია, რომ ეს ვარაუდია. არავის სჭირდებოდა ასეთი მანიპულაციის ჩატარება. მგონია, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფანტაზიის ნაწილია“.

მაშინ, პირველი, რაზეც მე გავამახვილე ყურადღება, ეს იყო ზონდერების დანიშვნა მაღალ თანამდებობებზე“, – აცხადებს მოროშკინა.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება ივნისში დაიწყო.

უწყების განმარტებით, ამის საფუძველი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება გახდა.

პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებით, გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ ის საკნიდან მაშინდელი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაიყვანეს და სხვადასხვა გახმაურებულ საქმეზე ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.

Comments
Loading...