პროკურატურასთან რუსთაველზე მომხდარ ავარიაში მონაწილე პირის დასჯის მოთხოვნით აქცია გაიმართება
28 იანვარს, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოავარიაში მონაწილე პირის დასჯის მოთხოვნით აქცია გაიმართება. აქცია სოციალურ ქსელში დაანონსდა.
” 26 წლის გოგონას მკვლელი თავისუფალი არ უნდა იყოს!”,-წერენ სოციალურ ქსელში. აქციაზე ასევე კანონის გამკაცრებასაც მოითხოვენ.
შეგახსენებთ, ავარია რუსთაველის გამზირზე 24 იანვარს მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა. შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სამივე მძღოლი მოწმის სახით გამოიკითხნენ.
აქცია პროკურატურასთან 17 საათზეა დანიშნული.
imtavroba.ge