პროკურატურის სპეციალური განცხადება შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის შესახებ

პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია: ძალადობის შესახებ შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებას პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობის გადამეტების ფაქტზე თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ბრალდებულად სცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის ოფიციალური წარდგინება ე.წ. მოდულის შენობაში მოხდა.

როგორც ბრალის წარდგენის შემდეგ პაპიძის ადვოკატმა, ხათუნა ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებული არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას და არ იცის რა მოხდა.

“ის ამბობს, რომ მისი მეუღლე და შვილი წავიდნენ სახლიდან. შემდეგ დააგვიანდათ. დაურეკა ტელეფონზე მეუღლეს, რომელსაც ტელეფონი გამორთული ჰქონდა და ამის შემდეგ დააპირა წასულიყო, ახლომახლო ხომ არ იყვნენ მისი მეუღლე და შვილი. სულ შემთხვევით ნახა სადარბაზოში ისინი. მაგდა პაპიძე ამბობს, რომ მის მეუღლეს შეეხო მხოლოდ გადარჩენის და დახმარების მიზნით”, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მაგდა პაპიძემ მას სთხოვა ჟურნალისტებისთვის ეცნობებინა, რომ შვილის მხოლოდ გადარჩენას ცდილობდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა სურდა.

ასევე, ადვოკატმა განაცხადა, რომ დაკავების მომენტიდან მაგდა პაპიძეს არასდროს უღიარებია წარდგენილი ბრალდება და სიმართლეს არ შეესაბამება ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

რაც შეეხება ბრალდებულის ვერსიას, თუკი იგი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, რა შეიძლება მომხდარიყო, ადვოკატმა ამ შეკითხვასაც უპასუხა. ხათუნა ჩხაიძის ინფორმაციით, ბრალდებული ამბობს, რომ მის მეუღლეს გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რომელიც ვალებთან იყო დაკავშირებული.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს დაიკითხა ბრალდებულის სტატუსით.

კიდევ ერთი დეტალი, რომელზეც ხათუნა ჩხაიძემ ისაუბრა, არის ნივთმტკიცებად ამოღებული ჩაქუჩი. თუმცა მაგდა პაპიძის დამცველი აცხადებს, რომ ჩაქუჩს სხვა დანიშნულება ჰქონდა და კავშირი არ აქვს დანაშაულთან.

“ჩაქუჩი რომ ახალი შეძენილია, ამას ბრალდებული ადასტურებს. ჩაქუჩი არის ნივთმტკიცებად ამოღებული, თუმცა ამას არანაირი კავშირი არ აქვს დანაშაულთან. ჩაქუჩი შეძენილი იყო სათავსოში ჭერის შეკეთების მიზნით”, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურებს, მისი თქმით, სავარაუდოდ დღეს დილით ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით მიმართავს სასამართლოს და პროცესი ამის შემდეგ გაიმართება.

ასევე ადვოკატმა დაადასტურა, რომ მაგდა პაპიძეს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები გააჩნია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა სახის პრობლემები აქვს ბრალდებულს.
– See more at: http://politcommersant.ge/detalpage?newsid=3249#sthash.KWXC5ZN8.dpuf

Leave A Reply

Your email address will not be published.