პროკურორი: დეკანოზი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე

პროკურორი ჯარჯი წიკლაური მამა გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადებას, ეხმაურება, რომლებიც აცხადებენ რომ პროკურატურა არ კითხავს მამა გიორგის, პროკურორი აცხადებს, რომ მამა გიორგი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. მისი განცხადებით, მათ 5-ჯერ შესთავაზეს მიეცა ჩვენება თუმცა მან უარი განუცხადა ყველა ჯერზე.

“ბრალდებული გიორგი მამალაძე დაკავების შემდეგ არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და იგი უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე. დაკავების შემდეგ, მას 5-ჯერ შევთავაზეთ მოეცა ჩვენება თუმცა მან ყველა ჯერზე გვითხრა უარი. 14 თებერვალს შევთავაზეთ რომ ნებაყოფლობით მოეცა ხმის, დეენემის და ხელწერის ნიმუშები, რაზეც კვლავ უარი მივიღეთ. ამის შემდეგ განჩინების საფუძველზე კვლავ შევთავაზეთ, თუმცა ამ ჯერზეც მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა მიზეზად და კვლავ უარი განაცხადა გაეცა ნიმუშები. რეალურად, ჩვენ ექიმის თანხმობა გვქონდა, მას თავისუფლად შეეძლო მონაწილეობა მიეღო საპროცესო მოქმედებაში, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ადვოკატების და ბრალდებული განცხადებით, რომ თითქოს ჩვენ ვაჭიანურებთ პროცესს, ეს არის მათი მხრიდან სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ 24 თებერვალს კვლავ მივმართეთ ბრალდებულს ნიმუშების ასაღებად. იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის მისი ვალდებულება. რაც შეეხება მის დაკითხვას, იგი დაიკითხება ორშაბათს. საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით მის მიმართ არსებობს ბევრი შეკითხვა და მას მოუწევს ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა”, – განაცხადა პროკურორმა.

ipress.ge

Comments
Loading...