პროკურორთა საბჭოს ექვსი წევრი არჩეულია


პროკურორთა საბჭოს ექვსი პროკურორი წევრი უკვე არჩეულია. დღის განმავლობაში მიმდინარე არჩევნების შედეგად ხმათა უმრავლესობით ექვს კვოტაზე საბჭოს წევრები გამოვლინდნენ.
ხმათა უმრავლესობით პროკურორთა საბჭოს წევრები არიან: გიგა ძნელაძე, ნათია სონღულაშვილი, გოჩა ფარულავა, კონსტანტინე სირაძე, ანა კალანდაძე და თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძე.
საბჭოში 8 პროკურორი წევრია გათვალისწინებული. დანარჩენი 2 წევრის გამოსავლენად სასტუმრო “ჰუალინგში” საარჩევნო პროცედურა ხვალ დილით განახლდება. იგივე პროცედურის გათვალისწინებით ხვალვე იქნება გამოვლენილი საბჭოს კიდევ ორი წევრი პროკურორი.
არჩევნებში საქართველოს მასშტაბით 438-მა მოქმედმა პროკურორმა და გამომძიებელმა მიიღო მონაწილეობა.

Leave A Reply

Your email address will not be published.