პროსტიტუციას ხელს „ნაციონალური მოძრაობა“ უწყობდა-გივი სიხარულიძე

მსახიობ გივი სიხარულიძისთვის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ვარდების მოედანთან მდებარე ბარებში შესაძლო დისკრიმინაციისა და პროსტიტუციის ფაქტებთან დაკავშირებული განცხადება მისაღებია.

როგორც მსახიობმა თოქ-შოუ “პრიორიტეტში” აღნიშნა, პროსტიტუციას ხელს „ნაციონალური მოძრაობა“ უწყობდა.

„ბედნიერი ვარ, რომ პრემიერისგან ის განცხადება გავიგე, რაც ძალიან მესიამოვნა, ჩემთვის საშინელება და მიუღებელია ქართველი ქალის ამ საზიზღრობებში ჩართვა.

ყველა კლუბში ვარ ნამყოფი, ამორალურობა ხდება.პატარა გოგონების დაჭერა ბიზნესმენებისგან და წაყვანა და ამას „ნაციონალური მოძრაობა“ უწყობდა ადრე ხელს, მათ აწყობდათ, რომ ტურისტები მოეზიდათ“, – აღნიშნა გივი სიხარულიძემ.

 

 

guriismoambe.com

Comments
Loading...