“პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს ენმ-ში, არაფერია, თუ არა მშობიარობის ტკივილები” – სალომე სამადაშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პარტიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული მოვლენები სხვა არაფერია, თუ არა მშობიარობის ტკივილები.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარშემო გამართულმა საჯარო დებატებმა სოციალურ სივრცეში მხოლოდ ერთ რამეში დამარწმუნა-ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ სწავლობს თავისუფლების საფუძვლებს-დისკუსიის, განსხვავებული აზრის მიღების და უბრალოდ პლურალიზმის კულტურას. წვალებით, ნელა, მაგრამ სწავლობს. საბოლოოდ, ეს მტკივნეული პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს ენმ-ში, არაფერია, თუ არა მშობიარობის ტკივილები, რომელმაც აუცილებლად უფრო ჯანსაღი, მართლაც თავისუფალი ადამიანების პოლიტიკური გაერთიანება უნდა შვას.” – წერს სამადაშვილი.