„პროვოკატორი და მასკარადის მომწყობი ხართ“ -დაპირისპირება რუსთავში სტუდენტებსა და საკრებულოს წევრს შორის (video)

რუსთავის მერიასთან სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივი ახალგაზრდები რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსებზე სტუდენტური ტარიფის შემოღებას ითხოვენ და მგზავრობის საფასურის გაზრდას აპროტესტებენ.

სტუდენტებს აქციაზე რუსთავის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ახალგაზრდებმა მათგან შეთავაზება მიიღეს, რომ ამ საკითხზე ერთობლივად ისაუბრონ, თუმცა სტუდენტები დიალოგზე უარს აცხადებენ და ამბობენ, რომ ბიუროკრატიული ხარჯები უნდა შემცირდეს და სტუდენტური ტარიფი შემოიღონ.

„არ გთვლით ღირსად, რომ პასუხი გაგცეთ, იმიტომ, რომ პროვოკატორი და მასკარადის მომწყობი ხართ”, – მიმართა რუსთავის საკრებულოს წარმომადგენელმა სტუდენტებს.

რუსთავის მერიაში განმარტავენ, რომ სტუდენტურ ტარიფზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მათი თქმით, ამ ეტაპზე, მგზავრობის ღირებულებას მხოლოდ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს უფინანსებენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.