პროვოკაციები რელიგიურ გრძნობებზე მანიპულირებით უნდა დასრულდეს კანონის ძალით

„საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ელენე ლორთქიფანიძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ანტისარწმუნოებრივი იდეოლოგიის მქონე ადამიანები და გრანტიჭამია ორგანიზაციები ისევ აგრძელებენ მართმადიდებლური სიწმინდეების, სიმბოლოების და სასულიერო პირების საჯარო შეურაცხყოფას.

„ჩვენ, ყველას შეგვიძლია გავიხსენოთ ილიაუნში რამოდენიმე დღის წინ განვითარებული მოვლენა, როდესაც ერთ-ერთ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო „დირბის ღვთისმშობლის” კარიკატურა, სადაც ღვთისმშობელს უჭირავს იარაღი და თავს იკლავს. მოგეხსენებათ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როდის დაებადათ ასეთი მკრეხელობის შექმნის იდეა ამ ლიბერასტებს, 17 მაისის მოვლენები მაქვს მხედველობაში. პასუხი უნდა მოეკითხოს როგორც ნახატის ავტორს – ლია უკლებას, ისევე ილიაუნის ადმინისტრაციას, რომელმაც ხელი შეუწყო ავტორს მსგავსი მკრეხელობის გასაჯაროებაში, რითაც შელახეს თითოეული ჩვენგანის რელიგიური მრწამსი.

ჩვენი ორგანიზაცია – „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა” მიიჩნევს, რომ ეს არის დანაშაულის ტოლფასი ქმედება და დანაშაული აუცილებლად უნდა განისაზღვროს საკანონმდებლო დონეზე, რომ მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა, ჩვენი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისგან დაცვა. სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ „დემოგრაფიული განვითარების ფონდის” დირექტორის ბ-ნ ზვიად ტომარაძის ჯერ კიდევ 2013 წელს შემუშავებულ კანონპროექტს: „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ”, რომელიც შემუშავებულია ევროპული კანონმდებლობის გამოცდილებაზე დაყრდნობით. პროექტის თანახმად, რელიგიური მრწამსის საჯაროდ შელახვა დასჯადი ქმედება უნდა იყოს, როგორც ეს ხდება მოწინავე ევროპულ ქვეყნებშიც. სამწუხაროდ, არ მოხერხდა კანონპროექტის რეალიზაცია, გარკვეული გაუმართლებელი მიზეზების გამო. ვფიქრობთ, დღესდღეობით არსებული მკრეხელური ფონის გამო, რომელიც ყოველდღიურად ხშირდება და რაც აისახება ჩვენი რელიგიური ყოფის დისკრიმინაციით, აუცილებელია, მოხდეს ბატონი ზვიადის მიერ შემუშავებული კანონპროექტის სისრულეში მოყვანა ჩვენი პარლამენტის მიერ. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ აუცილებლად დაარეგულიროს საკანონმდებლო სივრცეში აღნიშნული ინიციატივა, რომ არ შეიზღუდოს ჩვენი უფლებები”, – ნათქვამია ელენე ლორთქიფანიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.