პუტინი – “ალაჰმა წაართვა მათ სწორი განსჯის უნარი”

“ჩვენი ქმედებით პირველ რიგში პასუხს ვაგებთ ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი ხალხის წინაშე. ჩვენ არ ვაპირებთ იარაღების სროლას. მაგრამ თუ ვინმეს გონია რომ ჩაიდენს მოღალატურ სამხედრო დანაშაულს, ჩვენი ხალხის დახოცვას, და მხოლოდ პამიდორებით შემოიფარგლებიან, ისინი ღრმა შეცდომაში არიან შეყვანილი.
ჩვენ კიდევ არაერთხელ შევახსენებთ მათ თუ რა ჩაიდინეს, ჩვენ ვიცით რასაც ვიზამთ”

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა რომ ის არასოდეს დაივიწყებს თურქეთის მთავრობის წარმომადგენლების ღალატს და ტერორიზმის მხარდაჭერას.

“თურქი ხალხი კეთილია, შრომისმოყვარე და ნიჭიერი. თურქეთში ჩვენ ბევრი საიმედო მეგობრები გვყავს. ავღნიშნავ მათ უნდა იცოდნენ რომ ჩვენ არ ვადარებთ მათ და მმართველ ხელისუფლებას, რომლებიც პირდაპირ პასუხისმგებლები არიან სირიაში ჩვენი სამხედროების დაღუპვაში”

პრეზიდენტმა ასევე აღიარა რომ ვერ ხვდება თუ რატომ დაჭირდა თურქეთს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება

“ალბათ მხოლოდ ალაჰმა იცის თუ რატომ გააკეთეს ეს, ალაჰმა წაართვა მათ სწორი განსჯის უნარი”

Leave A Reply

Your email address will not be published.