პუტინი ამერიკამ წინასწარ იცოდა ჩვენი თვითმფრინავების ადგილსამყოფელი

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკამ წინასწარ იცოდა რუსული თვითმფრინავების სირიაში გადაადგილების ტრაექტორია. ფრანუა ოლანდთან შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ ამერიკელ პარტნიორებს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ სად იმუშავებდნენ რუსული ბომბდამშენები და სწორედ მაშინ ჩამოაგდო ისინი თურქულმა მხარემ. როგორც რუსეთის პირველი არხი იუწყება, კრემლის ლიდერის თქმით, აშშ ან ვერ აკონტროლებს მისი მოკავშირე თურქეთის ქმედებებს, ან ინფორმაციას დაუფიქრებლად ავრცელებს.
„ჩვენ ადრევე გავაფრთხილეთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, იმის შესახებ თუ სად, როდის და რა ეშელონებში გეგმავდნენ ჩვენი მფრინავები მუშაობას. ამერიკულმა მხარემ, რომელიც ხელმძღვანელობს კოალიციას, რომელშიც შედის ასევე თურქეთი, იცოდნენ დრო და ადგილი ჩვენი თვითმფრინავების მდებარეობის და სწორედ იქ და იმ დროს მივიღეთ ჩვენ დარტყმა. ჩნდება კითხვა, რატომ გადავეცით ეს ინფორმაცია ამერიკელებს. ან ისინი ვერ აკონტროლებენ თავიანთი პარტნიორების ქმედებებს, ან ასეთ ინფორმაციას წაღმა-უკუღმა ავრცელებენ, იმაზე დაფიქრების გარეშე, თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამას.
ჩვენ რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ჩვენს პარნტიორებთან კონსულტაციებს გავივლით. თითქოს რუსულმა ავიაციამ ვერ ამოიცნო ჩვენი თვითმფრინავი. გამორიცხულია, შეუძლებელია. მათ აქვთ ამოსაცნობი ნიშნები და ისინი კარგად ჩანს. ეს ჩვენი თვითმფრინავებია და არა ვინმე სხივისი.
სამწუხაროა, იმის მაგივრად რომ სერიოზულად გარკვეულიყო, დაწყებულიყო მუშაობა იმაზე, რომ მსგავსი ინციდენტი აღარასოდეს განმეორდეს, ჩვენ გვესმის ასეთი ბუნდოვანი ახსნები და განცხადებები, რომ თურმე ბოდიშიც კი არ აქვთ მოსახდელი. მაგრამ რას ვიზამთ, ეს ჩვენი არჩევანი არ არის, ეს არჩევანი თურქულმა მხარემ გააკეთა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.