“პუტინი არ არის საქართველოს მტერი, პუტინი არის ძალიან დიდი პოლიტიკოსი”-ნინო ბურჯანაძე

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, განცხადებას აქვეყნებს, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინი დიდ პოლიტიკოსია  და ის სულაც არ არის საქართველოს მტერი.

„პუტინი არ არის საქართველოს მტერი, პუტინი არის ძალიან დიდი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსები არც არავის მტრები არ არიან და არც არავის მეგობრები არ არიან. ეს ჩერჩილმა თქვა თავის დროზე ბურჯანაძეს არ უთქვამს. რაც შეეხება პუტინს ის არის უმაღლესი რანგის პროფესიონალი, ის მოქმედებს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამოდინარე და ჩვენი საქართველოს ამოცანაა, რომ პუტინი არ იყოს იძულებული, რომ საქართველოს მოექცეს როგორც მტერს. ჩვენი ამოცანაა, რომ მტერიც და მოყვარეც ჩვენს მოყვარედ გადავიქციოთ. ჩვენი ამოცანაა რომ რუსეთი დავარმუნოთ, რომ საქართველო არ არის რუსეთის მტერი, საქართველოსგან რუსეთს საფ რთხე არ ემუქრება და ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა ჩვენთან პარტნიორობის სურვილი გამოთქვას. არ დავუძახებ რუსეთს ოკუპანტს მუხედავად იმისა, რომ არის, რადგან მიმაჩნია, რომ არასწორი განმარტებაა, როცა მოლაპარაკება გინდა ქვეყანასთნ. ერთადერთი ძალა ვართ, რომელიც რუსეთი ძალების გაყვანაზე ვსაუბრობთ და დანარჩენები საუბრობენ სხვა ჯარების შემოყვანაზე საუბრობენ “ – განაცხადა ბურჯანაძემ

Comments
Loading...