პუტინი მზადაა, დონალდ ტრამპს სლოვენიაში შეხვდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სლოვენიაში შეხვდეს

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სლოვენიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინის განცხადებით, შეხვედრა მხოლოდ მოსკოვზე არ არის დამოკიდებული.

“შეხვედრის ლუბლიანაში გამართვის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ვაშინგტონთან შეხვედრის თარიღი შეთანხმებული არ არის.

Comments
Loading...