,,პუტინი ნამდვილად საიმედო პარტნიორია”

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის ჯერ კიდევ ივნისში მოსკოვში ვიზიტის დროს აკეთებდა განცხადებას, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე რუსეთის ხელისუფლებას რეალური მზაობა ჰქონდა. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის თქმით, მან ზაფხულში მოსკოვიდან რუსეთის ხელისუფლების სერიოზული გზავნილი ჩამოიტანა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში ამ გზავნილის მოსმენისთვის თავი არავინ შეიწუხა. ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ სავიზო რეჟიმი რუსეთთან გაუქმებული იქნებოდა, მისთვის, რომ ვინმეს მოესმინა. ბურჯანაძე აცხადებს, რომ რუსეთში არიან ადამიანები, რომელთაც სურთ, რომ საქართველო რაც შეიძლება რთულ ვითარებაში იყოს, მაგრამ პუტინი აბსოლუტურად დარწმუნებუია იმაში, რომ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა თავად რუსეთისთვისაც ძალიან სასიკეთო იქნება. ბურჯანაძე ამბობს, რომ პუტინი საიმედო პარტნიორია.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ პუტინი ნამდვილად საიმედო პარტნიორია, რომელსაც არასოდეს არავინ მოუტყუებია და თავისი სიტყვა არასოდეს გაუტეხია“ აცხადებს ბურჯანაძე „ასავალ დასავალთან“ ინტერვიუში.

Leave A Reply

Your email address will not be published.