პუტინი სენსაციურ განცხადებას აკეთებს

პუტინი სენსაციურ განცხადებას აკეთებს. იგი იმედს გამოთქვამს, რომ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლის დროს არ იქნება საჭირო ატომური რაკეტების ქობინების გამოყენება. სხვათაშორის, ეს ინფორმაცია დევს კრემლის საიტზე.

ამ თემაზე საუბარი მაშინ შედგა, როცა პუტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შეხვდა. მათ განიხილეს მიმდინარე დარტყმებთან დაკავშირებული საკითხები.

შეგახსენებთ, რუსეთი სექტემბრიდან აწარმოებს ავიადარტყმებს და აცხადებს, რომ მათი სამიზნე “ისლამური სახელმწიფო” და სხვა ტერორისტული დაჯგუფებებია.

Leave A Reply

Your email address will not be published.