პუტინის პრესსამსახური: ძიძის მიერ ბავშვის მკვლელობა ზედმეტად საშინელია, რომ აჩვენო ეთერში

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არ მიიჩნევს საჭიროდ, მედიამ განიხილოს ისეთი ტრაგედიები, როგორიც ძიძის მიერ ბავშვის მკვლელობა იყო. ამის შესახებ ТАСС იტყობინება.

„ასეთ შემთხვევაში, მე მთლიანად ვეთანხმები ფედერალურ არხებს“, – განაცხადა პესკოვმა იმ ფაქტის კომენტირებისას, რომ რუსეთის ცენტრალურმა ტელეარხებმა მომხდარი ფაქტი არ გააშუქეს.

პესკოვმა უარყო, რომ არხებს ფაქტის გაშუქება კრემლიდან აუკრძალეს.

„ნამდვილად, ტელეარხებმა, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მიიღეს გადაწყვეტილება, ეს საშინელი ტრაგედია არ ეჩვენებინათ. ამ შემთხვევაში, მხოლოდ სოლიდარობა შეიძლება გამოიჩინო არხების ასეთი გადაწყვეტილებისადმი, რადგან ძიძის მიერ ბავშვის მკვლელობა ზედმეტად საშინელია, რომ აჩვენო ეთერში“, – განაცხადა პესკოვმა.

მომხდარი ფაქტი არ გააშუქეს რუსეთის პირველმა არხმა, «Россия-1»-მა, НТВ-მ და РЕН-ТВ-მ.

გუშინ, მოსკოვში დააკავეს ძიძა, რომელიც მის მიერ მოკლული აღსაზრდელის მოკვეთილი თავით ხელში ერთ-ერთ მეტროსადგურთან იმყოფებოდა

Comments
Loading...