პუტინის რეიტინგმა რუსეთში 90 პროცენტს მიაღწია

რუსეთის პრეზიდენტის,ვლადიმერ პუტინის საქმიანობის რუსეთის მოსახლეობის 89,9 პროცენტი იწონებს. სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში, პუტინის მოწონების რეიტინგი 89 პროცენტი იყო.

პუტინისადმი მოსახლეობის სიმპატიების ზრდას კვლევითი ცენტრის ექსპერტები სირიაში, რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებას უკავშირებენ. როგორც lenta.ru-ს რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ცენტრიში განუცხადეს, გამოკითხვა 17-18 ოქტომბერს ჩატარდა და მასში რუსეთის 46 რეგიონის ათას ექვსასი მოქალაქე მნაწილეობდა. ექსპერტების განცხადებით, პუტინის რეიტინგის ზრდა 2014 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 2014 წლის გაზაფხულზე პიტინის რეიტინგი 76,2 პროცენტს არ აღემატებოდა.

Comments
Loading...