პუტინმა ბრიტანელი ექსპერტები მოიწვია სუ-24-ის შავი ყუთის გასაშიფრად

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან დევიდ კემერონთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ის ბრიტანელ ექსპერტებს ეპატიჟება მონაწილეობა მიიღონ სუ-24-ის “შავი ყუთის” გაშიფრვაში, რომელიც თურქეთის თავდაცვის ძალების ავიაციამ ჩამოაგდო.
კემერონმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო.
როგორც კრემლის პრეს-სამსახური იტყობინება, სატელეფონო დიალოგი ბრიტანული მხარის ინიციატივით გაიმართა.
გუშინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პუტინს სირია-თურქეთის საზღვარზე ჩამოგდებული თვითმფრინავის პარამეტრული თვითჩამწერი წარუდგინა. რუსეთის პრეზიდენტმა შოიგუს სთხოვა არ გახსნან თვითჩამწერი და მოიწვიონ უცხოელი კოლეგები, რომ მათთან ერთად მოხდეს შავი ყუთის გაშიფრვა.

პუტინის თქმით, გაშიფრვას შეუძლია რუსული თვითმფრინავის ზუსტი ტრაექტორია დაადგინოს, თუ სად იმყოფებოდა თვითმფრინავი განადგურების მომენტში.

Leave A Reply

Your email address will not be published.