პუტინმა დაამტკიცა კანონი, რომ რუსეთმა საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები არ შესრულოს

ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებას აძლევს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები არ გაითვალისწინოს, – ამის შესახებ ინფორმაციას Газета.Ru ავრცელებს.
ადრე რუსეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ამ უფლების მინიჭებას მხარე დაუჭირა. ეს ინიციატივა ძირითადად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეხება.
ახალი კანონოს თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო რუსეთის მთავრობას შესაძლებლობას აძლევს უარი თქვას არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე, არამედ ნებისმიერი საერთაშორი სასამართლოს, რომელიც ადამიანთა უფლებებს და თავისუფლებას იცავს.

Comments
Loading...