პუტინმა ინტერნეტში ანონიმურობის შეზღუდვის ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა სპეციალური ბრძანება გასცა, რომელიც მედიასა და მსგავსი სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის ანონიმურობას კრძალავს. განკარგულება სტრატეგიული დოკუმენტის „რუსეთის საინფორმაციო საზოგადოების განვითარების, 2017-2030 წლებში“ ფარგლებში გამოიცა.

ბრძანების თანახმად, ხელისუფლებას 6 თვე აქვს იმისთვის, რომ შეისწავლოს მედია ბაზარი, გაატაროს ტრადიციული მედიის მხარდამჭერი ზომები და მოახდინოს იმ მედიის რეგულირება, რომელიც არ მიეკუთვნება ტრადიციულ მედიას, მაგრამ მისი ძირითადი საქმიანობა ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება. საუბარია სოციალურ ქსელებზე, ინტერნეტ-ტელევიზიებზე.

ბრძანებაში წერია, რომ „რეგულაციების მიზანია რუსეთში საინფორმაციო სივრცის განვითარება და რუსეთის მოქალაქეებისთვის, ხარისხიანი და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება“.

პრეზიდენტის ბრძანებაში მითითებულია, რომ ხელისუფლებამ ზომები უნდა მიიღოს „ინფორმაციის გამარცელებელი ქსელების“ ანონიმურობის წინააღმდეგ. მიზეზად, კი რუსეთის პირველი პირი, მათ „უპასუხისმგებლობასა და დაუსჯელობას“ ასახელებს.

ბრძანებაში დასახული ამოცანების შესასრულებლად, ჩინოსნებს ვადა 1 ოქტომრამდე აქვთ. მათ ასევე, ევალებათ ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ინფრასტრუქტურას, კიბერთავდასხმებისგან დაიცავს.

http://imedinews.ge

Comments
Loading...