“პუტინს ვუთხარი, რომ დაკარგული ტერიტორიები ღია ჭრილობაა საქართველოს სხეულზე”

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, ევროკავშირში ინტეგრაციასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა.

პატრიარქის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მალე გახდეს ევროკავშირის წევრი, თუმცა ილია მეორე მთავარ პრობლემად დაკარგულ ტერიტორიებს ასახელებს.

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ეს მალე მოხდება. ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ქვეყნის დიდი ტკივილია. მქონდა შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და მე ვუთხარი მას, რომ ეს ღია ჭრილობაა საქართველოს სხეულზე. ამ საკითხის, ჭრილობის ღიად დატოვება არ შეიძლება. არასდროს არ ყოფილა კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის, ეს იყო შექმნილი ხელოვნურად“
, – განაცხადა პატრიარქმა.

თავის მხრივ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მალე უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ამასთან ერთად, ხოსე მანუელ გარსია მარგაომ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად უნდა აღდგეს.

Comments
Loading...