პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის მთავარი თემა სირიაში არსებული ვითარება და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

როგორც თეთრის სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი, რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები სირიაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მიზნით, უსაფრთხოების ზონების შექმნის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე და ჩრდილოეთ კორეის გარშემო არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზეც ისაუბრეს.

Comments
Loading...