ქაბულში მეჩეთის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 27 ადამიანი გარდაიცვალა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მეჩეთზე მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი გარდაიცვალა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. შემთხვევის დროს 35 ადამიანი დაშავდა.

ოფიციალური პირების განმარტებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი შენობასთან ახლოს, ხალხით დატვირთულ ადგილას აიფეთქა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

Comments
Loading...