ქადაგიძე ლარის კურსზე: სტაბილურობის ახალი ნიშნული მივიღეთ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ლარის კურსი სტაბილურობის ახალ ნიშნულზეა, – ამის შესახებ ქადაგიძემ გადაცემა „ბიზნესკონტაქტში“ განაცხადა.

„არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ლარის გაცვლითი კურსი ასახავს იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ეკონომიკაში. ის არის ეკონომიკის სარკე. თითქმის წლინახევრის განმავლობაში, შარშან აგვისტოდან მოყოლებული დაიწყო კლება ექსპორტმა და გზავნილებმა; წლიურად ეკონომიკას დააკლდა 1 მლრდ დოლარი შემოდინება, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მოხმარებაც უნდა შემცირებულიყო. ნაკლები შემოსავალი გვაქვს, ნაკლებს მოვიხმართ.

შესაბამისად, ლარმა დაიწყო გაუფასურება იმ დონემდე, რა დონეზეც უკვე დაკლებული შემოსავალი იქნებოდა საკმარისი. დღევანდელი მდგომარეობით, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მეტ ზეწოლას აღარ ველოდებით სხვა თანაბარ პირობებში, ზუსტად ამას ვგულისხმობთ, რომ იმპორტმაც დაიკლო იმ 1 მლრდ დოლარით და სტაბილურობის ახალი ნიშნული მივიღეთ“, – აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.