“ქალბატონი ნუკრის განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ“ – ბესელია კილაძეზე

„მე ქალბატონი ნუკრის განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ“ – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს თავმჯდომარე ეკა ბესელია ჟურნალის ელისო კილაძის განცხადებას. ბესელიამ კომენტარი ჟურნალისტებთან პარლამენტში გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ„პირველ რადიოსთან“ საუბარში გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარდმა რედაქტორმა კიდევ ერთი სკანდლური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მას სჯეა ალეკო ელისაშვილის, როცა ის შეწყალების კომისიის ზეწოლას და მაღალჩინოსნების მხრიდან ჩარევაზე და „ფულის კეთებაზე“ საუბრობს- „როდესაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისთვის გასამართლებული პირები იქნენ შეწყალებული, მე შემიძლია გითხრათ, რომ გონივრული ეჭვი მაქვს, რომ პატიმრების შეწყალებაზე ეკა ბესელია აკეთებდა ფულს“ აცხადებდა ელისო კილაძე

Leave A Reply

Your email address will not be published.