ქალბატონმა საბურთალოზე მამაკაცი ცივი იარაღით მოკლა

თბილისში მკვლელობა მოხდა. „ინფო 9“-ის ინფორმაციით, ქალბატონმა საბურთალოზე მამაკაცი ცივი იარაღით მოკლა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ ვაჟა-ფშაველას მე-2 კვარტალში მოხდა. მოკლული, სავარაუდოდ, ზუგდიდის მკვიდრი, 1974 წელს დაბადებული მამაკაცია.

„ინფო 9“-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა ქალბატონმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა თავად გამოიძახა, რათა დაჭრილისათვის დახმარება აღმოეჩინათ. ქალი საპატრულო პოლიციამ უკვე დააკავა. შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით, დანა ამოღებულია.

წყარო
info9.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.