“ქალმა დაშანტაჟება დაგვიწყო, თუ ფულს არ მო­მცემთ,­ ვიტყვი, რომ გამაუპატიურ­ეთო”

“ქალმა დაშანტაჟება დაგვიწყო, თუ ფულს არ მო­მცემთ,­ ვიტყვი, რომ გამაუპატიურ­ეთო”

“კვირის პალიტრა” დაუკავშირდა ქართველ ჯარისკაცს, რომელიც ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიაში გაეროს კომისრის მიერ დასახელებულ დროს (2014 წლის ნოემბერი) მსახურობდა. აი, რას ჰყვება ქართველი ჯარისკაცი:

“ბანგიში, ქართული კონტინგ­ე­­ნტის დისლოკაციის ადგილს ლტოლვილთა ბანაკი ესაზ­ღვრება, სადაც ადგილობრივი ბანდიტური დაჯგუფებებისგან გაღატაკებულ-დაბეჩავებული ხალხი ბარაკებში ცხოვ­რ­ობს. იმდენად უჭირთ, რომ ფულის საშოვნ­ელად ყველაფერს კადრულობენ. მაგალითად, ბანაკის­ და ქალაქის დამაკავშირებელ გზაზე­ მიმავალმა მძღოლებმა­ იციან, თუ ფრთხილად არ იქნებიან, შეს­აძლოა მათი მანქანის საბურ­ავქვეშ ლტოლვილი აღმოჩნდეს – გაჭირვებულები რისკზე მიდიან და გამიზნულად უვარდებიან ავტომობილს იმ იმედით, რომ მცირედ დაზიანებას და სანაცვლოდ დიდ ფულს მიიღებენ. ხშირია წყლისა­ და საკვების ნაცვლად სექსმომსახურების შეთავაზებაც. მშიერ-მწყურვა­ლი და უკიდურესად მძიმე პირობებში მყოფი ხალხი გროშების სანაცვლოდ, მზად არის უკადრებელი­ იკად­როს… ერთხელ, სწორედ ჩვენ თვალწინ ერთ ქალს ვითომ გული შეუწუხდა. მაშინვე დასახმარებლად მივცვივდით. ქალმა კი მადლობის ნაცვ­ლად დაშანტაჟება დაგვიწყო, თუ ფულს არ მო­მცემთ,­ ვიტყვი, რომ გამაუპატიურ­ეთო. არაფერიც არ მივეცით. ქალი წამოხტა და გაიქცა, მალე კი პოლი­ც­იასთან ერთად დაბრუნდა… აჟიოტაჟი ატყდა, მაგრამ მტკი­ცებულებების არქონის გამო პოლიცია უკან გაბრუნდა…”, – აცხადებს ქართველი სამხედრო მოსამსახურე.

წყარო: კვირის პალიტრა

Comments
Loading...