ქართულ დედაეკლესიას თხოვნით მოგმართავთ, ელისაშვილი ქორიძესთან ერთად წმინდანებად შერაცხოთ!

გამომძალველ მაღალჩინოსანთა სამხილებლად, როგორც ჩანს, თვით ღვთისგან მოვლინებულმა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა(ეტყობა საკრებულო უკვე ეპატარავება!) სხვადასხვა სატელევიზიო არხით საქვეყნოდ განაცხადა (სახეზე სიწითლე არ დასტყობია ისე!), მე ექვთიმე თაყაიშვილის, ნიკო ნიკოლაძის, დიმიტრი ყიფიანისა და ილია ჭავჭავაძის უებრო სიმართლის გზას ვადგავარო, და მოწმედ თავისი შემცვლელი, ამჟამინდელი შეწყალების თავმჯდომარე ქორიძე ზვიადი დაასახელა(იმ მელასი არ იყოს, თავისი კუდი მოწმედ რომ მოიყვანა). ახლა მთავარია, სინოდი რომელი ტაძრის კედლებზე გადაწყვეტს(რასაკვირველია, თავად პრეზიდენტსაც მოიშველიებენ კოჟორიძის ჩართულობით!) სიმართლისთვის ამ ორი მარტვილის გაფრესკებას! იმედია, ნაციონალები რამე აურზაურიან აქციას მოიფიქრებენ ამ ფრიად და ფრიად სულიერ მხარდამჭერთა მტკიცე დ თანადგომისთვის! ახლა მთავარია, ამ მართლაც წმინდა პროცესს ჩვენმა მრავალი საქმის უსაშველოდ გამჭიანურებელმა პროკურატურამ არ შეუშალოს ხელი და მართალთაგან მხილებული მტყუანები შეუწყალებლად გამოავლინოს სხვა არცთუ ცოტა სამართალგამამრუდებელტა ჭკუის სასწავლებლად!

გურამ წიკლაური

Comments
Loading...