”ქართულ ოცნებაში” მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ

არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროდესიონალ ადამიანებზე გაკეთდება.
„ვადასტურებთ, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ. აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება“,-აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მან „ქართული ოცნების“ საქმიანობა შეაჯამა და წინაასარჩევნო კამპანიაზეც ისაუბრა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, პარტია პასიური იყო და ძირითადად, არჩევნების პერიოდში აქტიურობდა.
“ვაღიარებთ, რომ პარტია პასიური იყო და ძირითადად, არჩევნების პერიოდში აქტიურობდა. შესაბამისად ბევრი პრობლემაც დაგროვდა, მაგრამ მოსამზადებელი სამუშაოები დიდი ხნით ადრე დავიწყეთ, გაზაფხულიდან კი გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ სისრულეში მოვიყვანთ. ჩვენს პარტიას ბრენდირებისა და პიარის ნაკლებობის პრობლემა აქვს. რეალურად კი, საქართველოში მოქმედ კოალიციურ თუ არაკოალიციურ პარტიებზე 10-ჯერ ძლიერი სტრუქტურა გაგვაჩნია. ამ შემთხვევაში ფინანსურ მხარეს არ ვგულისხმობ, ადამიანური რესურსებითა და გამოცდილებით დანარჩენ პარტიებზე წინ ვართ. მიუხედავად ამისა, მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით“, – აცხადებს კობახიძე.

Leave A Reply

Your email address will not be published.