ქართული ავიაკომოპანია “ავიატორი” ოპერირებას იწყებს

ავიაციის ბაზარს კიდევ ერთი მოთამაშე შეემატა. სულ მალე ოპერირებას დაიწყებს ავიაკომოპანია

“ავიატორი”, რომელიც საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი ჰოლდინგის “აჭარა ჯგუფის” შვილობილი კომპანიაა.

თავის მხრივ, ამ დროისათვის, “აჭარა ჯგუფის” მფლობელობასა და მართვაშია სასტუმროები – Rooms Hotel Tbilisi , Rooms Hotel Kazbegi,  Holiday Inn Tbilisi და ჰოსტელი Fabrika.

“აჭარა ჯგუფიში” განმარტავენ, რომ “ავიატორი” წარმოადგენს ქართულ ავიაკომპანიას, რომელიც ნებისმიერ მსურველს, საჰაერო ტაქსის მომსახურებას სთავაზობს, რაც ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ჩარტერული რეისების შესრულებას.

„ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მაქსიმალურად მოკლე დროში, კომფორტულად ჩაფრინდნენ დანიშნულების ადგილას ტურისტული თუ საქმიანი ვიზიტით.

ავიაკომპანია ფრენებს განახორციელებს უახლესი ამერიკული წარმოების “Beechcraft” KingAir C90GTX ტიპის საჰაერო ხომალდით, რომელიც აღჭურვილია 5 ადამიანზე გათვლილი ბიზნეს კლასის ინტერიერით და უახლესი სისტემებით, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემთ სასურველი მიმართულებით უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავრონ», აცხადებენ “აჭარა ჯგუფში”.

ავიაკომპანია “ავიატორის” მთავარი მიზანია საქართველოში ტურიზმის და მცირე ავიაციის განვითარების ხელშეწყობა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ავიაკომპანიის მიერ ავიარეისების შესრულება დადებითად იმოქმედებს საქართველოში აეროპორტების და ინდუსტრიაში ჩართული ყველა კომპანიის განვითარებაზე.

ავიაკომპანია “ავიატორის” ქართველმა პილოტებმა და ტექნიკურმა პერსონალმა გაიარა გადამზადება ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ საუკეთესო ტრეინინგ ცენტრში. საწყისი ეტაპისთვის ავიაკომპანიაში დასაქმებულია 20-ზე მეტი საავიაციო სფეროს საუკეთესო ქართველი პროფესიონალი.

ამ ეტაპზე „აჭარა ჯგუფში“ დასაქმებულია 1300-ზე მეტი თანამშრომელი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის, “ქვეყნის სივრცითი მოწყობის” პროექტის ფარგლებში, “აჭარა ჯგუფი” რიგი ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელებასაც გეგმავს, მათ შორის აეროპორტის მშენებლობას დაბა სტეფანწმინდაში, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების დამკვიდრებაში და მნიშვნელოვნად განავითარებს ქვეყანის ტურიზმს.

 

წყარო : ghn.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.