ქართული ინოვაციური ხელთათმანი მაუსის ჩანაცვლებას აპირებს !

ქართული ინოვაციური გამოგონება “ინტერაქტიული ხელთათმანი” დუბაის საერთაშორისო ტექნოლოგიურ გამოფენაზე წარსდგა. ოთხი სტუდენტის, გიორგი გაბარაშვილის – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან, გიორგი მეშველიანის – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, დიმიტრი ცხოვრებაძის – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტიდან და სიმონ ინვიას – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, პროექტმა წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები, უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები დააინტერესა

” ეს არის მოწყობილობა, რომელსაც ვიცვამთ ხელზე და ვაერთებთ კომპიუტერზე. მისი საშუალებით ჩვენი რეალური ხელის მოძრაობა გადაგვაქვს ვირტუალურ სამყაროში, ანუ ვირტუალურ სამყაროში (მაგ. კომპიუტერულ თამაშში). არსებული ხელი ზუსტად გაიმეორებს ჩვენი ხელის მოძრაობებს (თითების ჩათვლით). თუ ჩვენ ვირტუალურ გარემოში რამეს შევეხებით (მაგ. თამაშში არსებულ ობიექტებს), ხელთათმანში ინტეგრირებული (ჩვენს მიერ გამოგონილი, დაპროექტებული და აწყობილი) სისტემის საშუალებით რეალურ ხელზე შევიგრძნობთ ვირტუალურ ობიექტს, მის ფორმებს, ზომებს, სიმკვრივესა და ტემპერატურას…”

Comments
Loading...