“ქართული მისია” მზადაა დაეხმაროს შეჩერებული მშენებლობის შედეგად დაზარალებულებს

საზოგადოებრივ -პოლიტიკურ მოძრაობა ქართულ მისიას გასული კვირის განმავლობაში დახმარების მიზნით წერილობით მიმართა ჩვენმა თანამოქალაქემ ბ-ნ ვახტანგ ნაცვლიშვილმა. ბატონმა ვახტანგმა გვიამბო მისი ოჯახისა და კიდევ დანარჩენი 8 ოჯახის პრობლმის შესახებ რომელიც შეეხება მათ საცხოვრებელ ბინებსა და კერძო საკუთრებას. გთავაზობთ ამონარიდს ბ-ნ ვახტანგ ნაცვლიშვილის წერილიდან

“ქ.თბილისის ერეკლეს მოედანი #6-ის რვა ბინათმესაკუთრესა და თბილისის განვითარების ფონდს (თავმჯდომარე -გ.საბანაძე) შორის, 2011 წლის დეკემბრის თვეში გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც ითვალისწინებდა რეაბილიტაციის (და არა რეკონსტრუქციის) მიზნით,მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟს, მშენებლობის დაწყებას და მის დასრულებას 2012 წლის დეკემბერში, მესაკურეებისთვის გარკვეული ფართების გაცემას, მათთვის 400 ლარიანი თანხის ყოველთვიურ გადახდასა და სხვა ვალდებულებებს, თუმცა მშენებლობა შეჩერებულია (ჩაშენებულია მხოლოდ ხიმინჯები, სახლი კი დანგრეულია), რითაც გვადგება მნიშვნელოვანი მორალური და მატერიალური ზიანი (გასული ვართ ქირით, ვცხოვრობთ სხვის ბინებში და დღემდე ვერ ვსარგებლობთ /განვკარგავთ ჩვენივე უძრავი ქონებით) ამასთანავე,დამახინჯებულია ძველი თბილისის მოცემული ნაწილის იერსახე.
აქვე ავღნიშნავთ,რომ ერთ-ერთი მესაკუთრის, დიმიტრი ნაცვლიშვილის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლიდან, მისი ძმა, ვახტანგ ნაცვლიშვილი გახდა მისი ერთ ერთი ფართის მესაკუთრეაღნიშნულ მისამართზე, რის გამოც არ ეძლევა მას (ვახტანგ ნაცვლიშვილს) 400 ლარის ოდენობის თანხარაზედაც პრეტენზია არ გააჩნია.
ხსენებული მესაკუთრეების გარდა, მოცემულ მისამართზე 2007 წლიდან ერთ – ერთ მესაკუთრეს წარმოადგენს შპ.ს „მეიდან ჯგუფი“ (შემდგომში „მ.ჯ“), რომელმაც მხოლოდ შენობის სრული დემონტაჟის შემდგომ, 2012 წლის 03 ივლისს გააფორმა ხელშეკრულება „ფონდთან“ , რქაც ითვალისწინებდა „მ.ჯ“-სთვის დამატებითი 250 მ.კვ. მანსარდის, 180 მ.კვ. სარდაფისა და 69 მ.კვ. პირველი სათულების ფართების გადაცემას. იმ ვითარებისას როდესაც საჯარო რეესტრში, მასზე რეგისტრირებულია მხოლოდ 52.3 მ.კვ. და სნობის დანგრევამდე იგი რეალურად/ ფაქტობრივადფლობდა 56მ.კვ. ფართს.
ჩვენს მიმართ ამგვარი უპირატესობით ხელშეკრულების გაფორმებას „მ.ჯ“ ამართლებდა და ამართლებს მის მიერ განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი სამშენებლო პროექტებით, რასაც ჩვენ თავსმოხვეულ „ქველმოქმედებად“ მივიჩნევთ.
მოცემული ფაქტის მიმართ, ჩვენი სათანადო შეწინააღმდეგების გამო „ფონდმა“ ვეღარ შეძლო/გაბედა 2012 წლის 03 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება , რის გამოც „მ.ჯ“ -მ სარჩელით/საჩივრებით მიმართა სასამართლოებს.
პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლო პროცესები „მ.ჯ“ -სთვის სრული კრახით დასრულდა, თუმცა მის საკასაციო საჩივარს, უზენაესი სასამართლო, რატომღაც 1 წელიწადზე მეტ ხანს იხილავს, რის გამოც მიგავჩნია, რომ დარღვეულია ყველანაერი საპროცესო ვადები.
შემდგომი განხილვის გამარტივების მიზნით გაცნობებთ, რომ ჩამოთვლილ მესაკუთრეთა ფართების გარდა, არსებობს „მ.ჯ“ – ს ერთ-ერთ მეზობლად (მომიჯნავედ) მდებარე ფართი, რომელსაც სავარაუდოდ ჰყავს კანონიერი მფლობელი/მესაკუთრე,რომელსაც ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციით ,წარმოადგენს პოლონეთის მოქალაქე ,ბატონი იანუშ ჰაიდელბერგი (იგივე-ჰენრიკ ჰალდებელი),თუმცა მასზე, რაიმე სახის საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, მასა და „ფონდს“ შორის, არანაერი ხელშეკრულება (ვალდებულება) არ არის გაფორმებული და ფიზიკურადაც იშვიათად ჩანს (უფრო სწორედ არსად ჩანს).
2011 წლის დეკემბრის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებეის შესრულების თხოვნით/მოთხოვნით არაერთგზის მივმართეთ, როგორც „ფონდი“-ს ძველ და ახალ ხელმძღვანელობას, ასევე ქ.თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას (მათ შორის მეგრულადაც კი), თუმცა მათგან რაიმე სახის პოზიტიური ქმედება დღემდე არ იკვეთება. „ფონდი“-ს ხელმძღვანელობას, მსენებლობის შეჩერების ძირითად მიზეზად მოჰყავს პროექტზე მესაკუთრეთა შეუთანხმებლობა (რაც რეალურად არ არსებობს), თუმცა ჩვენი არაერთგზის მოთხოვნისა, ვერ აკონკრეტებს, თუ რომელ მესაკუთრეებსა და პროექტზეა საუბარი, ხოლო ბატონი დავით ნარმანია საერთოდ დუმს, იგი მხოლოდ ჩვენი განცხადებების აქეთ -იქით უაზრო, უსაფუძვლო გადაგზავნებიტ არის დაკავებული,რაც ვფიქრობთ რომ წარმოადგენს მის არაკომპეტენტურობას (რაც ნაკლებად სავარაუდოა), ან განიცდის გარკვეული სახის ზეწოლას „ფონდი “-ს ხელმძღვანელობას ირიბ მიზეზებად რატომღაც მოჰყავს ისეთი ფაქტები, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, ან არანაირ კავშირშია მშენებლობის შეჩერებასთან:
„ფონდი“ აღნიშნავს რომ: 1. „ხელშეკრულებას გაფორმების მიზნით,ელოდება პოლონეთის მოქალაქეს “, თუმცა იგი დღემდე არსად ჩანს და შეიძლება არც კი გამოჩნდეს. ისმის გონივრული კითხვა – პოლონეთის მოქალაქის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სახლი არ აშენდება?!. 2. „ფართის მშენებლობის დაფიბნანსების გამო „მ.ჯ“ მიიღებს 69 მ.კვ ფართს“, თუმცა არ მსჯელობს რა „დამსახურებების “ გამო მიიღო მან ეს უპირატესობა (ფართის ნამატი 24. 2 %) და ჩვენ, რატომ არ მოგვეცა საშუალება (შემოთავაზება) მიგვეღო მონაწილეობა მზგავს პროექტში.
„ფონში“ შეკრებებზე არაერთგზის საუბრებისას ნათლად გამოჩნდა, რომ სახლი დამატებითი კონსტრუქციებით „(სართული , მანსარდა და ა.შ) დაუბრკოლებლად აშენდებოდა, თუკი გავითვალისწინებდით 2012 წლის 03 ივლისის ხელშეკრულებას და დავეთანხმებოდით „მ.ჯ“ -ს სურვილს / პოზიციას, რაზედაც „ფოჩიანი კამფეტების სახით“ იგი გადმოგვიგდებდა 18მ.კვ. ფართებს უსასყიდლოდ, თუმცა ვერფრით მივხვდით, თუ როგორ მოგვარდებოდა ამ შემთხვევაში პირველ პუნქტებში მითითებული საკითხი/ პრობლემა( „ფონდი“ აღარ დაერლოდებოდა პოლონეთის მოქალაქის გამოჩენას ?! ) . 3 „ერეკლეს მოედანი #6 და #7 ს სახლებს გააჩნიათ საერთო საძირკველი, ხოლო ყავლაშვილის #9 ში მდებარე სახლის რეკონსტრუქციაზე გამოცხადებულია ტენდერი, რის გამოც მშენებლობა უნდა წარიმართოს პარალელურ რეჟიმში“. თუმცა ჩვენი არაერთგზის მოთხოვნისა, „ფონდმა“ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, საერთო საძირკველის არსევბობის (ან საჭიროების) შესახებ და ვერ უთითებს, თე რა შუაშია ერეკლეს მოედანი. #6 ში მშენებლობის დაწყებას. ყავლაშვილის # 9 ში გამოცხადებულ ტენდერთან მიმართებაში. (სად ერეკლე და სად ყავლაშვილი?) (შენიშვნა: ერეკლეს მოედანი # 6 ესაზღვრება ერეკლეს მოედანი .# 7, ხოლო მისგან 5-6 მეტრის (ჩიხში შესასვლელის სიგანის) დაცილებით მდებარეობს ყავლაშვილის #9, სადაც მშენებლობის წარმართვა შესაძლებელია ჩვენს საკუთრებაში არსებული ტერიტორიის გამოუყენებლობადაც. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ „ფონდი“-ს მიერ, მოცემული საკითხის ამგვარი კუთხით წარმოჩენა წარმოადგენს მშენებლობის შეჩერების უსაფუძვლო, „თითიდან გამოწოვილი““ მიზეზს, რაც თავის მხრივ იწვევს 400 ლარის ოდენობის თანხის გადახდის უსასრულოდ გაჭიმვას, რასაც ფიქრობთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივი ხარჯვა ეწოდება. (ან საერთოდ რა ესაქმებათ ჩვენს ტერიტორიაზე, მით უფრო, რომ აქამდე უნდა დასრულებულიყო ჩვენი სახლის მშენებლობა და ამ პირობებში , როგორღა უნდა ეწარმოებინათ მშენებლობა ყავლაშვილის # 9 ში?!). 4. „ფონდი“ – ს #1 – 1064 წერილის შესაბამისად, იგი აღნიშნულ მისამართზე გეგმავს ფიზიკური სამუშაოების დაწყებას ფართებთან დაკავშირებული საკითხების მესაკუთრეებთან საბოლოოდ შეთანხმების შემდგომ, რაც იმის მანიშნებელია, რომ სახლის მშენებლობა არ იგეგმება. „მ.ჯ“ – ს „მტაცებლური“ მოთხოვნების შესრულების გარეშე, ან რა შეთანხმებას იწყებს „ფონდი“ ეხლა?! სად იყო აქამდე?! ან რა შეტნხმებაზეა საუბარი, როდესაც ხელშეკრულებები გაფორმებულია 2011 წლის დეკემბრის თვეში, სადაც ნათლად არის დაფიქსირებული „ფონდი“ – ს ძირითადი ვალდებულება (სახლის მშენებლობა – რეაბილიტაცია.)
გამოსავალი ერთია – სახლი უნდა აშენდეს 2 სართულიანი და ფართების იმგვარი განლაგებით, როგორიც ისინი შენობის დანგრევამდე იყო, რასაც უკვე დიდი ხანია ვითხოვთ და ვაფიქსირებთ განცხადებებით, რაზედაც „ფონდი“ კვლავ მესაკუთრეთა შეუთანხმელობის დაუსაბუთებელი ფაქტებით გვპასუხობს”

“ქართული მისია”-მ შეისწავლა საკითხი გულდასმით და ორგანიზაციის სახელით ვაცხადებ რომ შეძლებისდაგვარად ყველა სახის დახმარებას გავუწევთ ზ/ა მესაკუთრეებს. ქართული მისია მზადაა ბოლომდე იბრძოლოს მესაკუთრეებთან ერთად რათა არ დაირღვეს მათი უფლებები და დროულად აშენდეს მათთვის საცხოვრებელი სახლი. “-განაცხადა ქართული მისიის გამგეობის წევრმა გიორგი ზარნაძემ.

Comments
Loading...