“ქართული მისია” და “გაერთიანებული საზოგადოება” უკრაინაში ახალ დიასპორას აყალიბებენ

“ქართული მისია” და “გაერთიანებული საზოგადოება” უკრაინაში ახალ დიასპორას აყალიბებენ რომელშიც გაერთიანდებიან, ამჟამად არსებული სხვადასხვა მცირე ზომის დიასპორები და გაწევრიანდებიან უკრაინის სხვადასხვა ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი ემიგრანტები. ახლად შექმნილ დიასპორას ორგანიზაციის გამგეობის გადაწყვეტილებით დაერქვა “ქართული მისია” და მისი ცენტრალური ოფისი განთავსებული იქნება ქ. კიევში. ქართული მისიის სპეციალურ წარმომადგენლად და დიასპორის საქმეთა მმართველად ორგანიზაციამ უკვე დაამტკიცა ქართული მისიის წევრი ბატონი დავით ესაძე, რომელიც სრული მოცულობით წარმოადგენს ორგანიზაციას უკრაინის ტერიტორიაზე. ამჟამად წინამოსამზადებელ სამუშაოებთან ერთად მიმდინარეობს სხვადასხვა მოლაპარაკებები დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან.
საუბრის დასასრული

Leave A Reply

Your email address will not be published.