ქართული “ოლ სტარი”

2016 წლის სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია, სპორტის ახალ სასახლეში, ბერასთან ერთად გაიმართა. ქართული კალათბურთისა და სპორტის მხარდასაჭერად ცნობილმა შემსრულებელმა იმ შოუში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ორგანიზატორებმა და სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშეებმა გულშემატკივრებს შესთავაზეს. თავად მატჩი ტრადიციულად, სანახაობრივად, ჯარიმების გარეშე წარიმართა. რეგიონისა და თბილისის კლუბებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა მაყურებელს ბევრი ეფექტური ეპიზოდი წარუდგინეს. სამქულიანების კონკურსი შარშანდელმა გამარჯვებულმა აკაკი ლომოურმა მოიგო, რომელმაც ფინალში გიორგი ბარბაქაძე დაამარცხა. სამაგიეროდ, ბარბაქაძემ იმარჯვა ჩატენვების კონკურსში და გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე. „ქუთაისის“ კალათბურთელმა ფინალური ჩატენვისას ბერას გადაუფრინა და ბურთი კალათაში ისე მოათავსა. გამარჯვებული გიორგი ბარბაქაძე სწორედ ბერა ივანიშვილმა დააჯილდოვა.

“თაიმერი”

Leave A Reply

Your email address will not be published.