„ქართული ოცნება“: დარწმუნებული ვართ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობა ახალი ენერგიით გაგრძელდება

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობა ახალი ენერგიით გაგრძელდება.

„პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული“ საქართველოს სახელით, ვულოცავთ ბატონ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას. ასევე, ვულოცავთ აშშ-ს რესპუბლიკურ პარტიას გამარჯვებას აშშ-ს კონგრესის არჩევნებში. ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს აკავშირებს 25 წლიანი სტაბილური სტრატეგიული პარტნიორობა.

ჩვენი ურთიერთობები ვითარდებოდა ყველა ხელისუფლების მმართველობის პირობებში სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, საქართველო – აშშ-ს შორის არსებული თანამშრომლობა ახალი ენერგიით გაგრძელდება მშვიდობის, უსაფრთხოების, თავისუფლებისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას კონგრესის ახალ შემადგენლობასთან და ახალ ადმინისტრაციასთან ერთად გავაძლიეროთ და გავაღმავოთ უკვე არსებული წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტად გუშინ, „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპი აირჩიეს.

Comments
Loading...