ხათუნა სამნიძე იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც უსუფაშვილმა პარტია დატოვა

ხათუნა სამნიძე იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც უსუფაშვილმა პარტია დატოვა
“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის შეფასებით, პარტიიდან დავით უსუფაშვილის წასვლა დიდი დანაკლისია.

სამნიძის თქმით, უსუფაშვილი არის ერთ-ერთი პროფესიონალი და კვალიფიციური პოლიტიკოსი, როგორც “რესპუბლიკური პარტიისთვის”, ასევე ქვეყნისთვის.

ხათუნა სამნიძე იმ მიზეზებსაც განმარტავს, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარემ “რესპუბლიკური პარტია” დატოვა.

“არჩევნების შედეგებმა და ჩვენმა წინასაარჩევნო კამპანიამ ცხადყო, რომ დაბალანსების პოლიტიკა და მთავარი პარტნიორისა თუ მრჩევლის პოლიტიკა კოალიციურ ერთობაში იყო მცდარი გზა. ასევე, დრო არ გვეყო იმისთვის, რომ ამომრჩეველს დავენახეთ ოპოზიცურ პარტიად, ხოლო ამ შედეგების განხილვამ მიგვიყვანა დასკვნებამდე, რომელზეც ახლაც ვსაუბრობთ პარტიაში და მიმდინარეობს ანალიზი – ჩვენ უნდა გავაკეთოთ და გავაძლიეროთ ახალი ძალები პარტიაში, გავიაროთ რეფორმები და ვიყოთ მკვეთრად ორიენტირებულები ჩვენს იდეოლოგიაზე, ღირებულებებზე და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც დავით უსუფაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და მან დატოვა პარტია”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

თინა ხიდაშელთან დაკავშირებით, სამნიძის განმარტებით, არ ფლობს ინფორმაციას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის.

შეგახსენებთ, რომ დღეს, დავით უსუფაშვილმა “რესპუბლიკური პარტიის” დატოვების სესახებ განცხადება გააკეთა.

Comments
Loading...