“ქართული ოცნება” პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილს წარადგენს

პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” გაზაფხულზე დაგეგმილი ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილს წარადგენს. ამის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძემ ბრიფინგი პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრებისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის შემდეგ გამართა.

როგორც მან აღნიშნა, 29 იანვარს მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რომ გიორგი კვირიკაშვილი “ქართული ოცნების” წევრი გახდება. 30 იანვარს გამართულ შეხვედრაზე პოლიტსაბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ყრილობაზე, რომელიც გაიმართება, გაზაფხულზე პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი წარადგინონ.

Comments
Loading...