„ქართული ოცნება“ „ცენტრისტების“ გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს აღარ მიმართავს

„ქართული ოცნება“ „ცენტრისტების“ გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით აღარ მიმართავს.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკიმ განაცხადა, „ცენტრისტები“, როგორც საარჩევნო სუბიექტი აღარ არსებობს.

მისი თქმით, არ არსებობს მოპასუხე მხარე, რის გამოც, სამართლებრივ დავას აზრი არ აქვს.

„სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. ვიღაცებს სურთ, ეს პარტია გააცოცხლონ. პარტიას არანაირი უფლება არ აქვს, ესა თუ ის კანდიდატი წარადგინოს. სამართლებრივი ნონსენსი იქნება, ვუჩივლოთ იმ ძალას, რომელიც არ არსებობს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ამასთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი „ინფო 9“-სთან საუბარში განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელზე წარდგენის სამართლებრივი საფუძველი მას შემდეგ აღარ არსებობს, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ცენტრისტებთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

Comments
Loading...