ქართული ოცნების მომხრეები ფიქრობენ, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა კარგად არის დაცული

ქართული ოცნების შეხედულებებთან ახლოს მყოფი პირების 60 პროცენტი მიიჩნევს, რომ კანონის უზენაესობა საქართველოში უზრუნველყოფილია. ნაციონალური მოძრაობის შეხედულებების გამზიარებლების 53 პროცენტი კი ფიქრობს, რომ კანონის უზენაესობა ცუდად არის დაცული.

თავისუფალი დემოკრატების მომხრეების 31 პროცენტი მიიჩნევს, რომ კანონის უზენაესობა ცუდად არის დაცული.

ქართული ოცნების მხარდამჭერების 50 პროცენტის აზრით მთავრობა იზიარებს მოქალაქეების აზრს პრობლემური საკითხების გადაწყვეტისას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 64 პროცენტი კი ფიქრობს, რომ მოქალაქეების აზრს მთავრობა ცუდად ითვალისწინებს. ამავე მოსაზრებას იზიარებს თავისუფალი დემოკრატების მომხრეთა 49 პროცენტი.

ქართული ოცნების მომხრეების 60 პროცენტი კორუფციასთან ბრძოლას კარგად აფასებს. ნაციონალური მოძრაობისა (49 პროცეტნი) და თავისუფალი დემოკრატების (39 პროცენტი) მომხრეები კი კორუფციასთან ბრძოლას ცუდად აფასებენ.

ქართული ოცნების მომხრეები ადამიანის უფლებების დაცვასაც დადებითად აფასებენ. ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატების უმრავლესობა უარყოფითად.

Comments
Loading...