„ქართული ოცნების“ ოფისში გაფართოებული შეხვედრა დასრულდა

პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გაფართოებული შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა.

როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით კოღუაშვილმა განაცხადა, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ბიუჯეტის პროექტი იყო.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკურ გუნდს ბიუჯეტთან დაკავშირებული პოზიცია გააცნო.

დავით კოღუაშვილის თქმით, შეხვედრაზე სპორტისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურების საკითზეც იმსჯელეს.

Comments
Loading...