ქართული ფოლკლორის ისტორია

ფოლკლორი (ინგლ. Folklore — ხალხის სიბრძნე) — ის წესჩვეულებები, სარიტუალო თუ საყოფაცხოვრებო მოქმედებები, ზღაპრები, სიმღერები, ცეკვები, ზეპირი გადმოცემები, ხუმრობები და მითები რომლებიც ამა თუ იმ სოფლის, თემის, მხარის მცხოვრებთა შორის არის დამკვიდრებული და თაობებს გადაეცემა ზეპირი წყაროებით. ქართული ფოლკლორი ძალიან მდიდარია, განსაკუთრებით მუსიკალური ფოლკლორი, მითოლოგია, სარიტუალო ცეკვები, ხალხური რეწვა.


მრავალსაუკუნოვანი ქართული ფოლკლორი-ქართველი ერის შემოქმედებითი გენიის ნაყოფი-არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურის კუთვნილებაა. საუკუნეთა განმავლობაშიიქმნებოდა ქართული ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები-მომღერალთა, მოცეკვავეთა, ხალხურ მელექსეთა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა სწორუპოვარი შემოქმედება:ქართული მრავალხმიანი სიმღერა, ქართული ცეკვა, ზეპირსიტყვიერება, ქართული ჩუქურთმა, ფარდაგი, კერამიკა, ტიხრული მინანქარი, კედლის მხატვრობა, ქართული სამოსი,ოქრონემსული, ოქრომკედითა და ვერცხლიმკედით ქარგულობა, ქართული საჭურველი…
ფოლკლორის მასაზრდოებელი წყარო ცოცხალი ყოფაა. დროთა ვითარებაში ხალხურ ყოფაში მომხდარმა ცვლილებებმა შეაფერხა ქართული ფოლკლორის ბუნებრივფი განვითარება მოწყვიტაცოცხალ ყოფას, თუმცა, საბედნიეროდ, ქართული ფოლკლორის ტრადიციული- ავთენტიკური ნიმუშები (ფოლკლორის ყველა დარგში) XXI საუკუნეშიც შემოინახა რაჭამ, სვანეთმა, აჭარამ დააღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთმა.
საქართველოს ისტორიასა და მატიანეებს არ შემორჩენია ქართული ფოლკლორის შემოქმედთა სახელები. გამოჩენილი მომღერლების, მომღერალთა გვარების, ლოტბარ-მგალობელთაწარმოჩენა- გამომზეურების ხანა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე დადგა: ქართული საგალობლების ნოტირებით, ქართული ხალხური სიმღერების ფონოგრაფით ჩაწერა-დაფიქსირებითა დაქართული სიმღერის სცენაზე გადატანით. ფოლკლორი, ქართული ხალხური სასიმღერო ხელოვნება, ეროვნული ცნობიერების თვალსაწიერში მოექცა. გაჩნდა ბუნებრივი მოთხოვნილებასაქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერების ერთად თავმოყრისა და ამ ერთიანობის სცენაზე ხილვისა.


ქართული ხალხური სიმღერის სცენაზე გადატანით მეორეული ფოლკლორი წარმოიშვა. მის პარალელურად კი, მოგვიანებით-გასული საუკუნის 60-70 წლებში-აკადემიური საშემსრულებლოსტილი ჩამოყალიბდა.
ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა-გალობის უკვდავებისა და სიცოცხლისუნარიანობის საქმეში ოდითგანვე უდიდეს როლს ასრულებდნენ მომღერალი ოჯახები და გვარები,რომლებიც თაობიდან თაობას გადასცემდნენ საშემსრულებლო ტრადიციას, კილოურ აზროვნებასა და რეპერტუარს: კარბელაშვილები, ფალიაშვილები, დუმბაძეები, ერქომაიშვილები,ჩავლეიშვილები, ხუხუნაიშვილები, სიხარულიძეები, ბერძენიშვილები, მახარაძეები, კოროშინაძეები, მჟავანაძეები, გოგოლაძეები, ბაბილოძეები, სიმაშვილები, ჩახუტაშვილები,მჭედლიშვილები, კავსაძეები, ზარდიაშვილები, კელაპტრიშვილები, თარხნიშვილები, ციციშვილები, აკობიები, კაკაჩიები, ხუხუები, დადვანები, ფილფანები..


საქართველოს ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს.ასეთი დიალექტი 15-მდე აღწევს.უძველესი სიმღერები მრავალხმიანია და გუნდურად სრულდება,რაც ქართული ხალხური მუსიკის ყველაზე უფრო დამახასიათებელი და გამორჩეული მხარეა.


XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ეროვნულკულტურის აღორძინების ხანა დაიწყო.გაიზარდა ინტერესი ხალხური მუსიკის მიმართაც.იწყება ბრძოლა ქართული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის აღსადგენად მათი დანგრევის მიზნით.ამ პერიოდში თვალსაჩინო მუსიკოს-მოღვაწეთაგან გამოირჩევა პოეტი,ისტორიკოსი,მუსიკათმცოდნე და საზოგადო მოღვაწე დავით მაჩაბელი.აღსანიშნავია მისი დაუმთავრებელი თხზულება ”ქართველო ზნეობა”,რომელშიც ავტორი ახასიათებს ქართულ ხალხურ სიმღერებს,მიმოიხილავს მის ისტორიას და ქართული გალობის საკითხებს.


საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ხალხი, ეროვნულ სიმღერებთან ერთად, ქმნიდა და ავითარებდა ეროვნულ სამუსიკო საკრავებს, რომლებსაც იყენებდა როგორც ლხინში, ისე გასაჭირის ჟამს. მუსიკა ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების განუყოფელი და თანაარსი მოვლენა იყო. ცხადია, ამან განაპირობა სხვადასხვა სახის მუსიკალური საკრავების განვითარება და მათი გამოყენების მაღალი კულტურა. დროთა განმავლობაში მუსიკალური აზროვნების შესაბამისად საკრავები დახვეწაგანვითარებას განიცდიდნენ. მოძველებულნი კი გზას უთმობდნენ ახალსა და უფრო სრულყოფილ საკრავებს. ცალკეულ შემთხვევაში ამ საკრავთა ზოგიერთი ნაწილი საერთოდ გადიოდა ხმარებიდან. ამჟამად, მოგვეპოვება ქართული საკრავების ბევრი ისეთი სახელწოდება, რომლის ნამდვილი მნიშვნელობა ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინაიდან სახელწოდების ქვეშ მოქცეული რეალური საგანი დიდი ხანია გასულია ყოფიდან.

Comments
Loading...