“ქართული ტელევიზიები ხელს უწყობთ უვიცობის პროპაგანდას! თქვენ ჩადიხართ დანაშაულს!”

ქართული ტელევიზიები ასეთი უპასუხისმგებლოები როგორ არიან, გასაკვირია!!! რას უწევთ პროპაგანდას? სისულელეს?!
რა ხალხი ლაპარაკობს მულტი-სავალუტო რეჟიმის შემოღებაზე,
ვინ არიან, –
ავტორიტეტული მეცნიერები?
ავტორიტეტული პროფესიონალი ეკონომისტები?
ავტორიტეტული პროფესიონალი ფინანსისტები?
არა!
რეკლამას უწევთ წყალწყალა იდეოლოგიზირებული უნივერსიტეტების უმწიფარ “ეკონომისტები, ფინანსისტები და ექსპერტებს”, რომელთა უდიდეს უმრავლესობას ბიზნესის მართვის ბაკულტეტები აქვთ დამთავრებული და საკუთარი ადგილი არ იციან! ნებისმიერი წესიერი უნივერსიტეტის სალექციო კურსების სახელმძღვანელოებს წაკითხვითაც ვერ წაიკითხავენ და… აძლევთ საშუალებას ამ არაფრისმცოდნე
ხალხს საზოგადოებას აბოლოს?!
თუ ეჭვი გეპარებათ ჩემს სიტყვებში –
ღია ეთერი მოაწყვეთ –
მოვიტან საუკეთესო და კარგი უნივერსიტეტების სახელმზრვანელოებს ეკონომიკაში და ფინანსებში, გადავშალოთ ნებისმიერ გვერდზე და მოვთხოვოთ ამ “მცოდნეებს” წაიკითხონ…
აი, ამ დანაშაულს ჩადიხართ თქვენ – ტელევიზიები, ხელს უწყობთ უვიცობის პროპაგანდას და სახელს უქმნით ადამიანებს, რომლებიც პროფესიუული განათლებისგან უსაშველოდ შორს არიან.
არავითარი ეკონომიტები და ფინანსისტები ესენი არ არიან!
სისულელის მეტი რისი მოწოდება შეუძლიათ?!
პრობლემები, რომელიც წლებია იმ ფინანსურ სექტორში ყალიბდება, მახინჯი კანომნმდებლობით რომ მიეცა მსვლელობა
და მსხვილი ბანკების “ფარდას” წარმოადგენდა,
გაუგონარ პროცენტებს რომ სთავაზობდნენ ხალხს და ჩვენი ხალხიც, მუდამ ასეთი ჯიუტი, არაფერს იკითხვას, მცოდნე კაცს არ მოიძებნის წავა და… ვიღაც უცნობს მიართმევს თავის დანაზოგს და მერე უშრომელად, უზარმაზარი %-ებით აპირებს “კაი ცხოვრებას”…
სადაც დიდია მოგება, – ასევე დიდია რისკი, ანუ ფულის დაკარგვის საშიშროება… რაა აქ გაუგებარი?
სებ-ის და ხელისუფლების წაყრუებამ და ფარულმა ინტერესმა მოამრავლა ეს აფერისტი-პირამიდაზე აგებული “კომპანია-მზარცველები’ და ახლა უამრავი ხალხი ისევ საკუთარი დანაზოგების დაკარგვის წინაშე დადგება…
დაივიწყეს “აჩი-ბაჩი” კომპანიების აფერისტობები 90-იან წლებში… ახალი “აჩი=-ბაჩები” გააჩინა ამ მახინჯმა კანონმდებლობამ, კიდევ უფრო მახინჯმა შეხედულებებმა და არასწორმა პოლიტიკამ – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე.
წყარო : GNN.GE

Comments
Loading...