ქართულმა დოკუმენტურმა ფილმმა ჰოლივუდში გამარჯვება მოიპოვა

ქართულმა დოკუმენტურმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ ჰოლივუდის კინოფესტივალზე ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა.

საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და თბილისის ღვინის სკოლის ინფორმაციით, აღნიშნულმა ფილმმა გამარჯვება ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე HOLLYWOOD INTERNATIONAL INDEPENDENT DOCUMENTARY AWARDS მოიპოვა.


ნომინაციაში „საუკეთესო პროდუსერის“ პრიზი შალვა ხეცურიანმა აიღო, „საუკეთესო სცენარის ავტორი“ თამარ ბართაია გახდა. „საუკეთესო რეჟისორის“ პრიზი ნანა ჯორჯაძეს, „საუკეთესო დამდგმელი ოპერატორის – მიხეილ კვირიკაძეს, ხოლო „როლის საუკეთესო შემსრულებელის“ პრიზი რევაზ ხეცურიანს ერგო.

„ღვინის ნულოვან მერიდიანს“ უკვე რამდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული: ესპანეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კინოფესტივალზე MOST 2016 წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ტიტული მოიპოვა. საფრანგეთში გამართულ ONEVIDEO-ს ღვინის კინოფესტივალზე სპეციალური პრიზი, როგორც წლის საუკეთესო ენოლოგიური ფილმისთვის მიიღო.

ფილმის ჩვენება ეინდჰოვების კინოფესტივალზე DOCfeed გაიმართა.

ფილმი დაფინანსებულია „მარანი ხეცურიანის“ მიერ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.

Comments
Loading...