ქართულო ოცნებავ, ,,შენი გამარჯვებით მე არ დავმარცხდები, ჩემი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებ”

ძმებო ,,ოცნების” წევრებო,
ეს რა გიყოთ უბედურმა ნაცმოძრაობამ, ასე როგორ ჩაგაყენათ თავის მართლების რეჟიმში, მთელი საღამო თავს გამართლებინებთ რაღაც SMS ეწერა თუ არ ეწერა მობილურში.
რატომ არ ეკითხებით ჩემს შესახებ?
ჩემი შვილების საპატიმროში და ,,კაპეზე”-ში წამების შესახებ?
ჩემი მეგობრების, ნამდვილად ნაწამები და ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით დევნილებზე რატომ არ ჰკითხავთ თქვენ კოაბიტირებულ ნაცმოძრაობას?
როგორ აწამეს საპატიმროებში იცით?
26 მაისს პოლიციელის ცხედარი მოიტანეს რუსთაველზე-რატომ არ იძიებთ?
ორ ჩვენს თანამოქალაქეს ,,დენმა რომ დაარტყა” და მაღაზიის თავზე შემოდეს ცხედრები აღლუმის შემდეგ-მაგას რატომ არ იძიებთ? ვინ გიშლით?
26 მაისამდე ჩვენს მხარდამჭერებს რა უქნეს იცით?
სახლებიდან როგორ აყარეს, როგორც 37 წლებში.
ბესო დანელიას რა უქნეს საკუთარი ცოლის თვალწინ ძვლებში რომ დაამტვრიეს და მის ორსულ მეუღლეს მუცელი რომ მოუშალეს?
აა, გასაგებია, ეს ხომ თქვენ არ გეხებათ.
,,შუა ხომ უნდა გაიკრიფოს”.
საქართველოში ხომ მხოლოდ თქვენ ხართ და თქვენი საპირწონე ნაცმოძრაობა.
ეს თქვენი არჩევანია და არა ქართველი ამომრჩევლის.
ასე რამ დაგაჩაჩანაკათ.
თავი მაღლა აწიეთ.
სოსო ჯაჭვლიანო და ელდარ კურტანიძევ!
თქვენ მაინც რატომ არ იღებთ ხმას?
სოსო, შენ ხომ ერთთვიანი შიმშილის შემდეგ 45 კილოგრამი იყავი დარჩენილი სანდრო დონაძესთან ერთად მცხეთი ,,კაპეზედან” რომ გამოგიყვანეს?
მოდი, ტროტუარზე გაჩერებულ ავტომობილებს მე მივხედავ და ჩვენი ნაწამები პოლიტპატიმრების სახელით ერთი ჯიგრიანი განცხადება გააკეთე? შეძლებ? მიდი, მოინდომე, შენგან ამას ელიან.რას ელოდები?
ელდარ, შენ ხომ უშიშარი კაცი ხარ? რამ შეგაშინა? რატომ ლაპარაკობენ პოლიტპატიმრებზე და პოლიტიკური ნიშნით დევნილებზე და შენ ხმას არ იღებ?
ქართულო ოცნებავ, ,,შენი გამარჯვებით მე არ დავმარცხდები, ჩემი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებ”, გიზო ნიშნიანიძის სიტყვებ კვლავაც აქტუალურია.
რამე ქენით, ჩემო ძმებო.
ასე აღარ შეიძლება.

წერს საკუთარ სოციალურ გვერდზე თბილისის საკრებულოს წევრი, შალვა ოგბაიძე.

Leave A Reply

Your email address will not be published.