ქართველ მასონთა სწავლება (ნაწილი I)

ნაწილი I

ყოველგვარი შესავლის გარეშე წარმოგიდგენთ წერილს, რომელიც ელექტრონული ფოსტის საშუალებით მივიღე ქალბატონ ლალისგან (მას შემდეგ რაც ჩემი სტატიები გამოქვეყნდა, მომდის უამრავი წერილი სოციალურ ქსელში. ვინც რეალურ ისტორიებს მიყვება მასონურ ორდენთან კონტაქტებზე, შინაარსით ყველა მათგანი თითქმის ერთმანეთის იდენტურია. ქალბატონმა ლალიმ მომიყვა თავისი შვილის ისტორია, წარმომიდგინა იმ მასონების ფოტოები, რომელთა ავთენტურობასაც ვადასტურებ, რომლებთანაც მის შვილს ჰქონდა კონტაქტი, მთხოვა მათი გამოქვეყნება და გამოთქვა თავისი გულისტკვილი. დანარჩენი იხილეთ წერილში.):

“ბატონო დავით, გადავწყვიტე თქვენთვის მომეწერა, ბოდიშს ვიხდი შეწუხებისთვის მაგრამ აღარ ვიცოდი ვისთვის მიმემართა, ჩემი დახმარება ვერავინ შეძლო. და რადგან თქვენ თავად წარმოადგენთ მასონურ ორდენს და გაემიჯნეთ იმ საძაგლობას რასაც მე ვხედავ მათში ამდენი ხნის განმავლობაში და რაც თქვენს სტატიებში წავიკითხე, ვიფიქრე იქნებ შეძლოთ ჩემი თუ ვეღარ, სხვისი განსაცდელისგან დახსნა მაინც. შვილი მყავს, ბიჭი, ორი წლის წინ გაიცნო თბილისში მასონური ორდენის წარმომადგენლები, თურმე აქ ლოჟა ჰქონიათ და იკრიბებიან სისტემატიურად. მე მანამდე არ მქონდა ინფორმაცია მასონებზე, არ ვიცოდი ვინ იყვნენ, რას წარმოადგენდნენ. რაც დრო გადიოდა, ჩემი შვილი უფრო უახლოვდებოდა, ცოტა არ იყოს თავიდან შევშფოთდი, რადგან არ ვიცოდი ვინ იყვნენ მასონები. ნებისმიერი დედა დაინტერესდებოდა შვილის ახალი მეგობრებით და “გატაცებებით“. როცა რამეს ვეკითხებოდი, არ მცემდა ნორმალურ პასუხს. შემდეგ მე თვითონ მოვიძიე ის ინფორმაცია რაც შევძელი და კინაღამ ჭკუიდან გადავედი ისეთები წავიკითხე და მოვისმინე. საღამოს გვიან დაბრუნდა სახლში, არ დამიძინია, ველოდებოდი. ოთახში რომ შემოვიდა, საკითხი კატეგორიულად დავუსვი რომ მასონებს უნდა ჩამოშორებოდა. იმ ღამით თითქოს არაფერი, საუბარი მშვიდად განვაგრძეთ. რამდენიმე დღეში მითხრა რომ მის მეგობრებს ჩემი გაცნობა სურდათ, თან მეუბნებოდა აი ნახავ რა კარგი ხალხია, აუცილებლად მოგეწონებაო. გადავირიე, როცა წარმოვიდგინე რომ სატანისტებს უნდა შევხვედროდი, მე და ჩემი აწ განსვენებული მეუღლე ასეთ რამეს ვერასდროს წარმოვიდგენდით, ყოველთვის ახლოს ვიყავით ეკლესიასთან და არც სექტანტებთან გვქონია ურთიერთობა და მითუმეტეს სატანისტებთან. ჩვენ ისეთი ოჯახი გვქონდა რომ უბრალოდ არ ვიკადრებდით ასეთ ხალხთან ურთიერთობას, მაგრამ შვილს დავთანხმდი, რა უნდა მექნა, ხომ უნდა მცოდნოდა ვისთან ჰქონდა ურთიერთობა. მინდოდა ის ადამიანები პირადად მენახა. როგორც იყო შევხვდით, ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მოვიდნენ ჩვენთან სახლში. ახლა საკუთარ თავზე ვღიზიანდები და მრცხვენია ამის თქმა მაგრამ როდესაც საუბარს იწყებდნენ არ ჩანდნენ ცუდი ადამიანები, ხშირად ახსენებდნენ ღმერთის რწმენის აუცილებლობას, თითქოს ქრისტიანობას მისდევდნენ, მართლმადიდებლები იყვნენ. მოგეხსენაბთ მართლმადიდებლობაში დიდი ცოდვაა ცილის წამება და ზოგჯერ საკუთარ თავს ვეუბნებოდი, იქნებ მე ვცდები, იქნებ არ არის სიმართლე რაც მათ სატანისტობასა და წარმართობაზე მსმენია მეთქი… ბევრი რომ აღარ განვაგრძო, ჩემი შვილი გახდა მასონური ლოჟის წევრი. მანამდე უცნაურს ვერაფერს ვამჩნევდი მაგრამ შემდეგ თანდათანობით შეიცვალა, ძალიან ცოტას ლაპარაკობდა ჩემთან, ლოჟის გადასახადების და ვითომდა მასონი ძმების დასახმარებლად უამრავ ფულს ხარჯავდა რომელიც სინამდვილეში მათი ხელმძღვანელების ჯიბეებში მიდიოდა, დაედო ბანკების და მცირე საკრედიტო კომპანიების ვალი. ამ ვალების გამო ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით მთელი ოჯახი, ამ დრომდე ვერ გაგვისტუმრებია, თვითონაც ძალიან შეიცვალა, საცოლესაც კი დაშორდა რომელიც სკოლის ასაკიდან უყვარდა, დაიწყო მეგობრობა მაგიით გატაცებულ ახალგაზრდებთან, რომლებიც უცნაურ მაგიურ რიტუალს ატარებდნენ და მოძღვარი რომელთანაც ბავშვობიდან დაგვყავდა საერთოდ დავივიწყა, თითქოს მეც ვეღარ მცნობს, უცხო გავხდი მისთვის. ბატონო დავით, თქვენ საზოგადოება გიცნობთ, თქვენ შეგიძლიათ მათ მიმართოთ და გიგზავნით იმ ნაძირლების ფოტოებს, სახელებს და გვარებს, რომლებმაც ჩემი შვილი გააუბედურეს და უფსკრულის პირას მიიყვანეს, ასევე გაძლევთ იმ ახალგზარდების ფოტოებს რომლებიც თანატოლებს ითრევენ ტყუილებით და სისულელეებით თავიანთ მაგიურ წრეებში. სხვათაშორის ფეისბუქშიც აქვთ მაგიური გაერთიანებების გვერდები. გიგზავნით იმის იმედით რომ გამოაქვეყნებთ და კიდევ ერთხელ ეტყვით ხალხს სიმართლეს. მე ვიცი რას ნიშნავს როცა დედას შვილი გასაჭირში ჰყავს და ვერ ეხმარება, არ ვიცი მე და ჩემს ოჯახს რა გვეშველება მაგრამ ამ ფოტოების გამოქვეყნებით იქნებ სხვა ახალგაზრდები და მათი ოჯახების ხსნა მაინც შევძლო. არ მინდა სხვა დედებიც ჩემს სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ნურავინ იფიქრებს ჩემი შვილი ასეთ ხალხს არ გაეკარებაო, მეც კარგი და ღირსეული ოჯახი მქონდა, კარგად აღზრილი შვილი მყავდა, არც გაჭირვება იყო მისთვის უცხო და არც ფუფუნება უკვირდა, ძალიან ნიჭიერი იყო ბავშვობიდან, სკოლა მაღალ ნიშნებზე დაამთავრა და უნივერსიტეტშიც უმაღლესი ქულებით მოხვდა, მაგრამ ეშმაკისეულმა ვიგინდარებმა და მაგიით დაინტერესებულმა ლაწირაკებმა მაინც შეძლეს და გზიდან ააცდინეს. ლაწირაკებს ვამბობ თორემ რაღა ლაწირაკები, უკვე სრულწლოვანი ადამიანები არიან. დიდ ბოდიშს ვიხდი, ისე გამომდის თითქოს რამეს გავალებდეთ ან რამეში გავალდებულებდეთ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით ბატონო დავით, რომ მე პირადად ვერ გავბედე ჟურნალისტებთან დაკავშირება. აქამდე ამ საკითხზე ხმამაღლა არც მილაპარაკია რადგან ყველა სდუმს და მეც მეშინოდა ხმამაღლა რამის თქმა, მაგრამ თქვენ საქართველოში პირველმა გადადგით ნაბიჯი და ამაზე ალაპარაკდით და მიუხედავად იმისა რომ არ გიცნობთ, პატივისცემით და სიყვარულით განვეწყვე თქვენს მიმართ…… “

წერილი საკმაოდ დიდი იყო და მე ძირითადი ნაწილი წარმოგიდგინეთ. ქალბატონი ლალი, ალბათ, კითხულობს ამ სტატიას და მინდა ვუთხრა, რომ ფოტოების გამოქვეყნებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, თუმცა, იმდენი რამ ვნახე და ახლაც იმდენ რამეს ვისმენ, რომ თუ “იქ“ (მასონურ ლოჟებში) და ე.წ. მაგიურ გაერთიანებეში, ვისზედაც სრული ინფორმაცია მაქვს, გონზე არ მოეგებიან, შორი არ არის ის დღე, როდესაც “მასონთა“ მხილების გამოცხადებული ქრონიკა დაიწყება და არა მხოლოდ მათი! ალბათ გაინტერესებთ, ჩემი წერილი რატომ დავასათაურე როგორც “მასონური სწავლების პირველი ნაწილი”, ამას ქვემოთ იხილავთ, თუმცა, მანამდე ქალბატონის წერილიდან გამომდინარე რამდენიმე დეტალზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. 19 აგვისტოს სტატიაში, რომელიც წარვუდგინე საინფორამციო პორტალს “მარშალ პრესი“ და ამ უკანასკნელმა თავის მხრივ გააცნო საზოგადოებას, წერია:

“ჩვენს წარმომადგენლებს სოციალურ ქსელში (და არა მხოლოდ სოციალურ ქსელში) ხშირად უსვამენ კითხვას: “სატანისტები ხომ არ ხართ?“, “მასონები ეშმაკს ხომ არ ეთაყვანებით?“, “თქვენი მიზანი ერთიანი მსოფლიო რელიგიის შემოღება და ქრისტიანობის განადგურება ხომ არ არის?“ და ა.შ. თუ თქვენც დაგისვამთ რომელიმე ძმისთვის მსგავსი შეკითხვა, აქ მნიშვნელოვანია, რას გულისხმობთ თქვენ სატანის მსახურებაში და რას გულისხმობს ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც აუცილებლად გიპასუხებთ, რომ მსგავსი ჭორები საფუძველს მოკლებულია. ათეიზმის გმობა და ორდენში გაწევრიანების მსურველთა მიმართ ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა, რომ კანდიდატს ღმერთის უნდა სწამდეს რაიმე ფორმით, რწმენა სულის უკვდავების, მორწმუნე ადამიანისთვის მომხიბვლელად ჟღერს და მრავალს უხვევს თვალს… “

ქალბატონი ლალი კი ყვება, რომ თავიდან ლამის საკუთარი თავი დაადანაშაულა მასონთა მიმართ უარყოფით დამოკიდებულებაში მხოლოდ იმიტომ, რომ ხშირად ახსენებდნენ ღმერთის რწმენის აუცილებლობას, თითქოს ქრისტიანობას მისდევდნენ, მართლმადიდებლები იყვნენ და ა.შ. დიახ, იესო ქრისტეს და მისი მოძღვრების მიმართ “პატივისცემის“ გამოხტვა ბუნებრივი მოვლენაა საქართველოში მცხოვრები თვითმარქვია “მასონებისთვის“, რომლებსაც, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არანაირი კავშირი არ აქვთ ჭეშმარიტ მასონობასთან. ისინი ლოჟაში მისულს რელიგიური, ისტორიული და მეცნიერული (არასრული) ფაქტებით არწმუნებენ, რომ იესო ქრისტე სინამდვილეში არ იყო ის, ვისზეც საუბრობენ მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ლოჟებში სწამთ და ასწავლიან შემდეგს:

“არსებობს მოსაზრება, რომ ქრისტეს სუდარა (ასევე ცნობილი როგორც ტურინის სუდარა) ეკუთვნოდა ტამპლიერების უკანასკნელ დიად მაგისტრ ჟაკ დე მოლეს. ამის მიზეზებია:

1. მოლე დაკავებული იქნა ერესის ბრალდებით, მას აბრალებდნენ ქრისტეს და ქრისტიანობის სიმბოლოს ჯვარის უარყოფას. ამ ბრალდებით დაკავებულთათვის იმ პერიოდში ინკვიზიციისათვის ჩვეულებრივ გამოიყენებოდა იმ მეთოდებით წამება, რა მეთოდებითაც იქნა ქრისტე წამებული.

2. ფრანგული ინკვიზაცია იყენებდა ბრალდებულის ლურსმნით მიჭედებას ნებისმიერ მოსახერხებელ ადგილზე – ეს ითვლებოდა სწრაფ და ეფექტურ წამებად.

3. სუდარაზე სისხლის წვეთების ხაზი მიუთითებს იმას, რომ მსხვერპლი არ იყო სიმეტრიულად მიჭედებული. ერთი ხელი მიჭედებული იქნა პირდაპირ თავის ზემოთ, რამაც გამოიწვია მხარის ამოგდება მსხვერპლზე.

4. სუდარის გამოკლევით დადასტურდა, რომ მსხვერპლი წამების შემდეგ არა ქვაზე იქნა დაწვენილი, არამედ ფართო რბილ საწოლზე. მსხვერპლი წამების შემდგომ ცოცხალი იყო და მავანთ ქონდათ სურვილი, რომ ის გამოჯამრთელებულ ყოფილიყო.

5. გარდაცლილს არ აწვენენ რბილ საწოლზე, ამიტომ შესაძლებელია, რომ ეს ადამიანი რომელიც გამოსახულია სუდარაზე არ არის გარდაცვლილის, არამედ ცოცხალია და ამ ადამიანმა გადაიტანა საშინელი წამება.

6. მთელი სხეულის გამოსახულების მიღება შესაძლებელია მხოლოდ რბილ ზედაპირზე.

7. მსხვერპლი მინიმუმ 24 საათი იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში, მანამ სანამ მისგან გადახსნეს სუდარა, რომელიც შემდგომ იქნა გარეცხილი და დამალული იქნა მინიმუმ 50 წლის განმავლობაში. ეს აუცილებელი პირობებია “თავისუფალი რადიკალების ქიმიისათვის“, რომელი როგორც ცნობილი გახდა საფუძვლად ედო პროცესს რომლის შეეგადაც მოხდა სუდარაზე გამოსახულების ფორმირება.

8. სუდარა პირველად გამოტანილი იქნა სახალალხოდ შარნეს ოჯახის მიერ, რომლებიც იყვნენ შთამომავლები ადამიანისა, რომელიც დაპატიმრებული იქნა და შემდგომ დაწვეს კოცონზე ჟაკ დე მოლესთან ერთად.

9. მოლეს დაპატიმრება და წამებას ადგილი ქონდა 1307 წელს, რომელიც ემთხევავა პერიოდს, რომელიც დათარიღებული იქნა რადიოკარბონული ანალიზით, რომელიც ჩაუტარდა სელს, რომლისგანაც არის ნაქსოვი სუდარა. ეს მცენარე „დაიღუპა“ 1260-1380 წლებში.

10. ცნობილია, რომ ტამპლიერები ატარებდნენ წვერს როგორც იესო ნაზარეველი და სუდარაზე გამოსახული მამაკაციც საკმაოდ წააგავს ჟაკ დე მოლეს შემორჩენილ პორტრეტებს.

11. შოტლანდიაში მდებარე როსლინის ტაძარის ბარელიეფზე, სადაც გამოსახულია ფიგურა ნაჭრით ხელში, რომელიც შეიძლება იყოს ტურინის სუდარა. ქვაზე გამოსახული ეს ფიგურები თითქმის არ არის დაზიანებული, გარდა ერთისა, რომლის სახე შეგნებულად არის დაზიანებული, თითქოს არ უნდოდათ ამ ფიგურის სახის განხსაღვრა ყოფილიყო შესაძლებელი.“

1970 წელს ჩატარდა ტესტი და მართლაც რადიოკარბონული ანალიზით 12-13 საუკუნეები დაფიქსირდა, თუმცა, ისტორია ასე არ სრულდება და მთავარიც სიმართლის გასაგებად ისტორიის გაგრძელებაა, რომლებსაც თვითმარქვია მასონები რატომღაც არ აქცევენ ყურადღებას. დიდი ხნის მანძილზე სუდარის რენტგენულ გამოსახულებას ატარებდნენ 3D მოდულში. მრავალი დაკვირვების შემდეგ გამოვლინდა მოულოდნელი ფაქტი: სწორედ იმ მონაკვეთში, საიდანაც საექსპერტიზო ნაწილი იყო მოჭრილი, გამოჩნდა გადაბმები. დადგინდა, რომ მე-14 საუკუნეში ხანძრის შედეგად დაზიანებული კიდე მოურღვევიათ, ძველ ძაფებზე გადააბეს ახალი და ზედვე მიაქსოვეს. მასალა, როგორც 1-ლი, ასევე მე-14 საუკუნის ძაფებს მოიცავდა. გადაბმა შესრულებული იყო იუველირის სიზუსტით, როგორც ეს იტალიელ ხელოვანებს შეეფერებოდათ, და ცხადი გახდა, რატომ გამოვიდა 70-იანი წლების ტესტი მცდარი. თავად რადიოკარბონული ტესტის ავტორს, რომელიც მონაწილეობდა 1970-იან წლებში ჩატარებულ ექსპერტიზაში, 2003 წელს უკვე მოხუცებულს და კიბოთი დაავადებულს წარუდგინეს ახალი 3D შედეგები და მან აკადემიურად აღიარა საკუთარი ცდომილება.

საზოგადოებისთვის უფრო ნათელი რომ გახდეს მასონური სწავლების ბნელი მხარეები, მე გადავწყვიტე პერიოდულად გამოვაქვეყნო მასონური ბიბლია, უფრო სწორად კი ამონარიდები მასონური ბიბლიიდან და სხვადასხვა დროს ექსკლუზიურად მივაწოდო საინფორმაციო ინტერნეტ პორტალს “mpress“. ეს წიგნი (რომელსაც მასონები საიდუმლოდ ინახავენ, რადგან ეს მოახდენს მათი იდეოლოგიის იდენტიფიცირებას, არ ვიცი მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში გამოქვეყნებულა თუ არა როგორც მასონური ბიბლია, მაგრამ საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყნდება და მით უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის), 2 ნაწილად დაყოფილი ბიბლია, არ არის რაღაც ცალკე აღებული რელიგიური ნაშრომი. ეს უფრო პლაგიატია, რადგან იგი მოიცავს ძველი და ახალი აღთქმიდან, ასევე უძველესი წიგნებიდან აღებულ და შემდეგ გადაკეთებულ ფრაგმენტებს. ამ ბიბლიით ცდილობენ დაარწმუნონ თავიანთი მიმდევრები, რომ თუკი დემონების თაყვანისცემას დაიწყებენ (წმინდანების ნაცვლად, როგორც ამას ჩვენი დედა ეკლესია გვასწავლის), არაფერი იქნება შეუძლებელი. ამ წიგნით ცდილობენ ასწავლონ, როგორ მოიპოვოს მათმა მიმდევარმა ადამიანთა სიყვარული, ნდობა და კეთილგანწყობა, რათა უფრო მეტი სულების დაღუპვა შეძლონ. წარმოგიდგენთ ამონარიდს:

“მათ მიმართ ვინც ჩვენ არ გამოგვყვება:
დაწყევლილ, შეჩვენებულ და საუკუნოდ შერისხულები იყავით; სამარადისო ტკივილით გაიტანჯეთ, რათა შვება არც ერთი წუთით, არც დღისით და არც ღამით მოგეცეთ – თუ ახლავე არ დაემორჩილებით მის ბრძანებას, ვინც სამყაროს აზანზარებს; ამ სახელების მადლით და მეოხებით, რომელთაც ხსენებისა და გამოძახებისთანავე ყველა არსება ემორჩილება და რომლებსაც ელვისა და ჭექა-ქუხილის დამონება ძალუძთ; ისინი მთლიანად მოგსპობენ და გაგანადგურბენ. მათი სახელებია: (და ჩამოთვლილია სახელები.)
საიდუმლო სახელებისა და მისტერიით სავსე ნიშნების ძალით, გწყევლით სამი პრინციპის საფუძველზე: (და მითითებულია პრინციპები.), მოგწყვეტთ ყოველგვარ ღირსებას, რომელითაც აქამდე სარგებლობდით; მათი მადლითა და ძალაუფლებით კი გაგაძევებთ ცეცხლისა და გოგირდის ტბაზე, უფსკრულის თვალუწვდენელ სიღრმეებში – რათა სამარადისოდ იწვებოდეთ მათი ალით!“

თქვენი, დავით სერაფიმე დავითაშვილი

15.11.2015

Leave A Reply

Your email address will not be published.