ქართველები, რომლებმაც ფიზიკის ტესტში მსოფლიო მასშტაბით უმაღლესი ქულები აიღეს

“თავისუფალი უნივერსიტეტის” ქართველმა კურსდამთავრებულებმა უმაღლესი ქულები აიღეს ფიზიკაში და იმ სტუდენტთა 5%-ში მოხვდნენ, ვინც 900 და მეტი ქულა აიღო კონკრეტულ ტესტში. მაქსიმალური ქულა ფიზიკის ტესტში 990 ქულაა, თუმცა 900-ზე მაღალი ქულის აღება ძალიან რთული ამოცანაა. გურამ ქართველიშვილმა, საბა შარიქაძემ და თორნიკე ღუტიშვილმა, რომლებმაც 920, 970 და 990 ქულა აიღეს, წელს საქართველოს რეკორდი მოხსნეს.

“თავისუფალ უნივერსიტეტში” მიაჩნიათ, რომ ეს წარმატება ქართველი სტუდენტების სამეცნიერო კარიერის დაწყების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

Leave A Reply

Your email address will not be published.