ქართველი ბიჭის საინტერესო ნააზრევი ათეიზმზე

ათეიზმს, ათეისტებს: 40 დღის ვიყავი, როდესაც მომნათლეს, ვერ გეტვით, რადგან, არ მახსოვს. დედა “ნანეტს” მაჭრიდა ხოლმე, მაგიდაზე ბულიონს დამიდგამდა და მეტყოდა: სასარგებლოა, ჭამე. მეც ვჭამდი და მიმაჩნდა, რომ სასარგებლო იყო. სკოლაშიც რა საკვირველია, მშობლების გადაწყვეტილებით შევედი, სწავლა და წიგნების კითხვა, არასოდეს მყვარებია. აი, უკვე რომ წამოვიზარდე, ბულიონის გემო აღარ მომწონდა და არც თმის ვარცხნილობას ვიჩერებდი თავზე, სკოლაშიც აღარ ვსწავლობდი და ყველა ის წესი რაც მშობლებმა თავიდანვე მომცეს, მეთვითონ, დამოუკიდებლად გადავწყვიტე და ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მე მინდოდა და მომწონდა. გარდა ერთისა და ეს რელიგია იყო. მე ქრისტიანი დავრჩი და ყველაფერი ჩვეულებრივი იყო. 10-11 წლამდე, არც მეგონა, თუ არსეობობდა სხვადასხვა რელიგიები, განსაკუთრებით ადამიანები, რომლებსაც ღმერთის საერთოდ არ წამთ. ამასობაში თურმე, მხარს გვერდით მიდგანან, ჩემს კლასში არიან, ჩემს სკოლაში, ჩემს გუნდში და ა.შ. 14 წლის რომ გავხდი, უკვე დიდი კაცივით ვიყავი და ჩემი ბლოგი გავაკეთე, რაღაცეების ჯღაბნა-ხაზვა დავიწყე, ბლოგი ყველაფერს ეხებოდა, სადაც ადამიანებს შეეძლოთ მისულიყვნენ (გონებით) მაგრამ მე არასოდეს არ დამიწერია რელიგიაზე და აღარც გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ახლა ამას ვაკეთებ. პასუხი კითხვაზე: რატომ? მე არ მიყვარს სიჩუმე და გავყვე ჩრდილს, იმ ადამიანს, რომლის სახესაც ვერ ვხედავ. – არავინ წერს ამ ყველაფერზე, სინამდვილეში ეს პრობლემა, ძმაკაცივით, დაქალივით გადაგხვევთ ხელს და სად ჯანდაბამდე წაგიყვანთ – ვერ გეტყვით. ლანძღავენ პატრიარქს, მამაოებს, გმობენ ღმერთს და ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რომ მე არ მომწონს. და ვცდილობ, ტექსტში, მაქსიმალურად არ დაფიქსირდეს ჩემი აგრესია, მე მაინც გეტყვით იმას, რომ ადამიანები აიძულებენ სხვა ადამიანებს, იგივესკენ.
და ამბობენ: თქვენ გწამთ ღმერთის, იმიტომ, რომ სიმარტოვის გეშინიათ, იმიტომ, რომ საკუთარი თავის იმედი არ გაქვთ და გგონიათ რომ ღმერთი გადაგარჩენთ. თქვენ ამას აკეთებთ იმიტომ, რომ არ ხართ თავისუფალი ადამიანები, თქვენ ამას აკეთებთ იმიტომ, რომ არ გაქვთ წიგნები წაკითხული, თქვენ ამას აკეთებ იმიტომ, რომ თქვენ ხართ ადამიანი – რომელსაც გადაწყვეტილების ეშინია.
მე მინახავს ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე, პალატაში ჩამოაცვა და ვინ გადაარჩინა, არ ვიცი, მაშინ – როდესაც ექიმები ამბობდნენ რომ მკვდარია. მე არ ვიცი რა არის თავისუფლება, მაგრამ დანამდვილებით გიპასუხებთ, რომ ეს არ არის, ღმერთის დაგმობა. და მე არ მაქვს წიგნები წაკითხული, თუმცა რამდენი წიგნიც არ უნდა წავიკითხო, არ მჯერა, რომ იქ რაც წერია ყოველთვის სიმართლეა, რადგან გული სხვანაირად მელაპარაკება, რადგან ორგანიზმი სხვანაირად მკარნახობს და აი ეს იქნება, საკუთარ თავის წინააღმდეგ წასვლა, თუ მე ვიტყვი, რომ ღმერთის არ მწამს.
ამიტომ, თუ თქვენ ღმერთის არ გწამთ, მე მწამს. თუ გინდათ ვიმეგობროთ, ოღონდ ნუ მაიძულებთ, რომ მეც თქვენნაირი გავხდე. რადგან თქვენ ჩემთან მეგობრობა მაშინ გინდოდათ, როდესაც მე თქვენნაირი არ ვიყავი. დაწერეთ, იხუმრეთ, გმეთ, ისე როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ ნუ აგინებთ, ნუ გალანძღავთ და ნუ მოუწოდებთ და გააკეთეთ ყველაფერი იქ სადაც ამას ელიან.

წერს საკუთარ სოციალურ გვერდზე, ლუკა კუხიანიძე

Leave A Reply

Your email address will not be published.