“ქართველი ემიგრანტები” მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციების ჩატარებას გეგმავენ

თუკი ჩვენი წერილი არ დაკმაყოფილდება რაიმე დონეზე მაინც, ჩვენ დავაანონსებთ ფართომასშტაბიან აქციებს არჩევნებამდე, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართველი ემიგრანტების” თავმჯდომარე ზვიად ყუშიტაშვილმა “პრაიმტაიმის” პრესკლუბში განაცხადა.

მისივე თქმით, ორგანიზაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად ერთ კვირას აძლევს.

“ჩვენს ორგანიზაციას 8 000 ქართველი ემიგრანტი აწევრიანებს და მათი 11 ათასამდე ოჯახის წევრები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. აქედან გამომდინარე, თუკი ჩვენი წერილი არ დაკმაყოფილდება რაიმე დონეზე მაინც, ჩვენ დავაანონსებთ ფართომასშტაბიან აქციებს არჩევნებამდე. ჩვენ ცესკოს ერთ კვირას მივცემთ გადაწყვეტილების მისაღებად”, – განაცხადა ზვიად ყუშიტაშვილმა.

“ქართველი ემიგრანტების” თავმჯდომარის შეფასებით, “ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არანაირი უფლება არ აქვს.

“ნაციონალურ მოძრაობას” არანაირი უფლება არ აქვს დღეს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ამას იქიდან გამომდინარე ვამბობ, რომ მან საზოგადოება უკვე ამყოფა ფაშიზმის და ტერორის ქვეშ”, – განაცხადა ყუშიტაშვილმა.

ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, დღეს წერილი მზადების პროცესშია და მას ხვალ 12 საათისთვის ცესკოში წარადგენენ.

Comments
Loading...